К основному контенту

17 დეკემბერის ამბავი



არ თოვს და ფიფქებს ვერ ვაგროვებ, ხელის გულზე რომ დავიდნო მერე, მაგისთვის.

 ცოტა დაღლილი, სევდიანი ვეგებები დეკემბრის დილებს და მისი ცივი ჰაერი არის წამალი ჩემი ფილტვებისთვის. ხარბად ვისუნთქავ, რომ გავივსო, თითქოს, ზამთრის ხასიათით გამოფიტული სხეული. შებუზული თბილ ქურთუკში, ფეხით დავდივარ გაშლილი თმებით , რომელიც  მეტნევა ბეწვის საყელოში და ასე მეკომფორტულება.  

   მოსაწყენ დეკემბერში მაქვს ჩემი სიამეები, მაგალითად ერთიც, გრძელი ჩოლკების თვალებში ჩამოყრა და ასე სიარული, თვალებ დამალული, ფიქრი რა თქმა უნდა, თეატრში სიარული. ბოლოს ნახული სპექტაკლი იყო ,,საზღვრები"  კ. მარჯანიშვილის თეატრის დადგმა, ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ამბავი, თავად ეს გრძნობა მსხვერპლი გარემო პირობების, ფილმებში და სპექტაკლებში თავგამეტებით თქმული. მეც ისე გართული ვუყურებდი , მთელი გრძნობით ვუცქერდი. 

 უკვე დეკემბრის შუა რიცხვებია, გასულ დღეებს რაღაცას ვერ ვპატიობ თითქოს, ამიტომ დღეს თითქმის ყველას ვუთხარი: -  იცით დღეს უკვე ხუთშაბათია , ხვალ პარასკევი და სამუშაო კვირაც დასრულდა და რა  მალე გავიდა ეს კვირაც, როგორც სხვები გადის -თქო.  ისედაც ყველა ლაპარაკობს დროის აჩქარებაზე. მივხვდი რომ მოახლოებული შაბათ -კვირა მაშინებდა, ერთი ისიც კი გავიფიქრე კარგია, ხომ მუშაობს ხალხი უქმეების გარეშეც -თქო. 
  
 ქალაქს არ ეტყობა ახალი წლის მოახლოება , არაფერი ხდება განსაკუთრებული. ისევ ძველი ნათურებით მორთეს ქუჩები ,  ნაძვის ხეც , რომელსაც ჩვეულ ადგილზე დგამენ, ზუსტი ასლია წინა წლებისა . ბევრჯერ წაკითხულია წიგნივით ვიცი მოვლენების თანმიმდევრობა.  მეც, ისევ ისე, ველოდები, ძველივით ნაცნობ, ახალ წელს. 

Комментарии

  1. რა კარგი იყო! შენებური.

    ასეა, ყველაფერი ძველია, მაგრამ ახალიც მოჰყვება ამ ძველს. აჩქარებული დროთი მეც გაოცებული ვარ. სამსახურის საქმეზე ვატყობ. შარშანდელი ისე კარგად მახსოვს და უკვე წელსაა იგივე დრო.
    <3 კარგი ახალი წელი გვექნება! :* იყოს ისევ ის ძველი ნათურები... მაინც... :)

    ОтветитьУдалить
  2. თინი მადლობა. იმედია ახალი წელი კარგ სიახლეებს მოგვიტანს

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...