К основному контенту

Сообщения

შენ ვერ აგიხსნი მივიწყებულ დღეების გემოს და დაფანტული ატმებიდან ავკრეფ ბუსუსებს.    ეს ორი სტრიქონი დავწერე და ვეღარ გავაგრძელე.  ფიქრი აღარ მინდა   და ჩემს თავს თითქოს შევპირდი, რომ მორჩა,  ფიქრით თავს აღარ  შევიწუხებ, ვიცხოვრებ დღევანდელი დღით, ვიქნები ამაყი და მოგონებებს მივატოვებ.    მერე, როცა  დაფიქრდები, მიხვდები რა სასაცილოც ხდება საკუთარ თავთან ასეთი დაპირებები.   ცხოვრება, ხომ განუწყვეტლივ ჩქარობს მოგიყვეს ჭორი და არა სიმართლე . ცხოვრება რა,  ადამიანები. ასე ზოგადად ვარქმევთ ცხოვრების სახელს. არ გვინდა ერთმანეთი გავთქვათ, მათთან ერთად ხომ საკუთარ თავს ვმალავთ, საკუთარ სისუსტეს, თუმცა ამ ბოლოს სისუსტე უფრო მიზიდავს ადამიანებში, რაღაც უფრო ,,მეადამიანურებიან" და ნდობა მიჩნდება მათ მიმართ. ყველა ისეთი მცოდნეა უკვე ყველაფრის, რომ რობოტებთან მგონია თუ მაქვს ურთიერთობა და მიხარია როცა ვინმეს რაღაც შეეშლება, უფრო ბუნებრივი და ადამიანური ჩანს ჩემს თვალში. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე ...
      დიდი ხანია დამდევს ფიქრად...      წარსულის იმ დღეს, როცა რაჭიდან წამოვიდა ჩემი წინაპარი და დასახლდა ქალაქში, სოფელი ისე გაიხადა, საშაბათკვიროდ, რომ ეს არ ექნა და არ წამოსულიყო არც ის , არც მისი ძმები თუ ბიძაშვილები, როგორ ვიცხოვრებდი ნეტა დღეს? პირველ რიგში, ვფიქრობ, რა სხვა იქნებოდა ჩემი მიზნები და ოცნებები, სხვა იქნებოდა საერთოდ ყოველდღიური ყოფა, დილა და საღამო. ალბათ გვეყოლებოდა საქონელი, ვივლიდი მთაში, მათ მოსადენად. დავაცხობდი თონეში პურს და ლობიანს. მიწას დაამუშავებდნენ ოჯახის კაცები და ჩვენ მივუტანდით წყალს და საჭმელს. საღამოობით დავჯდებოდით ჭიშკართან ჩვენს ბირჟაზე, გამოვიდოდნენ მეზობლებიც და იჟრიამულებდა სოფელი. ვაზს მოვუვლიდით ისევ მეზობელ სოფელში და აღარ გადაშენდებოდა ის ვენახიც. ქვევრების თავზე კი მაინც გვექნებოდა ტალავერი. ბეღელი აივსებოდა , ვიჩინასათვის შუა ცეცხლს დავანთებდით და ნალია სიმინდების თავშესაფარი, ბავშვობაში ჩემი სათამაშო ადგილი, სავსე იქნებოდა ალბათ. ეზოში დაიდგმებოდა თივის ზვინები. მე ნეტა კიდე შემეშინდებოდ...

გადამწყვეტი წამი

       "კარგი ფოტო მონადირე ძაღლივითაა, მდუმარეა და თან მეტყველი!" /ატჯე/    ,,გადამწყვეტი წამი   მ ე ვიღებ ფოტოებს და ვცდილობ მთელი სამყარო ჩავატიო მათში.  ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ფოტოებია, რომელთაც ორ წუთზე მეტი შემიძლია ვუყურო. შემდეგ კი ისევ მივუბრუნდე და ვუმზირო და ვუმზირო. ასეთები ბევრი არაა,არა!"  ეს სიტყვები  ანრი კარტიე- ბრესონს ეკუთვნის და მათი ამოკითხვა ნათია აფხაიძის ბლოგზეა შესაძლებელი.         ფოტოგრაფიის სიყვარულმა შექმნა ნათიას  ბლოგი http://fotoinfos.blogspot.com/, სადაც თარგმნის ინგლისური ენიდან მსოფლიო ფოტოგრაფების ესსეებს, ტექსტებს და ინტერვიუებს. ქვეთავებად აქვს არჩეული: თვითმკვლელი ფოტოგრაფები, ავტო-პორტრეტისტი ფოტოგრაფები და ცალკე რუბრიკაა ,,ჩემი საუკეთესო კადრი".  ნათარგმნი საოცრად საინტერსოა, საკმაოდ დიდი ნაშრომია, შეიძლება ითქვას, რომ ერთი სქელყდიანი წიგნი შეივსებოდა. დაახლოებით ასამდე ფოტოგრაფის ბიოგრაფია თუ ინტერვიუ არის მოთავსებული და აქვეა მათი შემოქმედ...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...