კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:
ორშაბათი
ოთხშაბათი
დღეს 6 ივლისია, კვირა.
ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.
რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?

ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.
ბევრი პატარა ყავდათ მოყვანილი საზიარებლად, ზოგი ისე ტიროდა, ერთი ჩემს წინ მამას ეჭირა, ყველას უსმევდა პატარა ,,თათუკას" მკლავებზე, მეორე ცხვირზე, მეც მომწვდა, გავუღიმე.
ერთი კაცია, ჩვენი ტაძრის მრევლია, თოჯინების თეატრის რეჟისორია, ასე მგონია სულ ,,რევერანსებით" დადის, როგორც სცენაზე იციან მოძრაობა ის აქვს გამყოყლილი -თქო, სასიამოვნო ადამიანი ჩანს, პირადად არ ვიცნობ. ერთხელ იქვე ჩამომსხდარ ქალებს მიმართა: ,,ჩემი ერთად ერთი ცოლო ხომ არ გინახავთო?" ყველას გაეცინა. თოჯინების თეატრი ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი სუსტი წერტილია და ახლაც ისე მიყვარს, იქამდე, რომ მერიდება კიდეც ამის გამხელა. ერთი გოგო ყავთ, მოკლედ მთელი ოჯახით დადის და მის გარდა ბევრია ასე , ოჯახით, რომ გახდა მრევლი.
ორშაბათი
შაბათ - კვირა მაშორებს სამუშაო დღეებს, მავიწყებს საქმეს, ორშაბათი კი მათთან შეხვედრის დასაწყისია, თუმცა მძიმე დღე არ არის. დღეს ბევრი ზარი არ მიმიღია, მხოლოდ რამდენიმე. ჩვეულებრივი დღე იყო, საქმით დატვირთული. გოგოებმა დივანზე ჩამოჯდომა და საუბარიც ვერ მოვახერხეთ, თუმცა წინ მთელი კვირაა, ამის დროც გვექნება.
საღამოს კი ჩემი საყვარელი ფილმის კადრებ და ძალიან სასიამოვნო, მისი მუსიკა.
მე, ისეც მიყვარს კინო მუსიკა.
მე, ისეც მიყვარს კინო მუსიკა.
სამშაბათი
მთელი დღე, შეიძლება ითქვას, ფურცლების გარემოცვაში იყო გახვეული, დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც გავიგე. პატარა შესვენება გამოგვდის, ფაქტიურად ნახევარი საათი, მერე ისევ საქმე. ჭიქაში სუფი ჩავაყენე, არც ისე გემრიელი იყო, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიეტური გამოვიდა, თან წვნიანიც მივიღე.
5 -ის ნახევარზე საჯარო რეესტრში წავედი, რიგის ნომერი ავიღე მე-9 ოპერატორთან მოვხვდი, ხშირად დავდივარ, ამიტომ ყველა მიცნობს, პირველად იმას მეკითხებიან რამდენი დოკუმენტი მოიტანეო, ძალიან მსიამოვნებს იქ შესვლა, ეს მართლა კარგი გააკეთა წინა მთავრობამ ანუ ,,მიშას მთავრობამ", რადგან მახსოვს გაუთავებელი რიგები, ჭეჭკვა პირადობის მოწმობის მოლოდინში, თუმცა ჟანგბადის სიუხვე აქაც არ არის, ახლა ხომ უფანჯრო შენობებია მოდაში. არ ვიცი, მთელი დღე, როგორ ძლებენ ასე ჩაკეტილები, სულ მგონია, რომ არ არის საკმარისი ჟანგბადი, სამაგიეროდ იუსტიციის სახლში ნამდვილად არის კომფორტი, კარგი მომსახურება, საუკეთესო გარემო. სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან ამ კარგი მაგალითის გადასაღებად და ეცნობიან მის სტრუქტურას.
ოთხშაბათი
დღეს არაჩვეულებრივად კარგი ამბავი მოხდა, სანდრო გავიცანი, მართალია კარგად ვერ შედგა ჩვენი ნაცნობობა, ჩვენ შორის ჯერ მაინც ექიმები დგანან, მაგრამ მასზე ბევრი რამ გავიგე 3 კილოა და 50 სმ , ბუსუსა შავი თმები აქვს და მაგარი ბიჭია.
ლარი გადავიხადე, ჩეკი ამომიწერეს და მე -3 სართულზე ამიშვეს. თიკო კიბეების თავში მელოდა, მანამდე დამირეკა კიდეც, მითხრა გიყურებო. ფოიეში დავჯექით და ბევრი ვილაპარაკეთ, სიწყნარე იყო, ბავშვების ტირილი სულ ისმოდა და მაინც სიწყნარედ მოგეჩვენებოდა ეს ყველაფერი, რადგან გარემო იყო მშვიდი და ამაღლებული, ჩვენ ვსაუბრობდით, პატარები კი ხან იქით მიყავდათ, მერე სპეციალური ურიკებით აქეთ მოაგორებდნენ. წამოსვლის წინ შევიჭვრიტეთ პატარების ოთახში.
.
გზაში ვფიქრობდი, დედა რამხელა გზას გადის შვილის გაჩენამდე, მშობიარობის დროს, მერე ხო საერთოდ, იწყება მთავარი, მისი აღზრდა. ადამიანის დაბადება რამხელა ამბავია, პატარა, გახვეულ თოჯინებს, რომ ვუყურებდი განსაკუთრებით ვგრძნობდი ყოველი ადამიანი, ყოველი სული რა დასაფასებელია და რა ძვირფასია.
ხუთშაბათი
ხუთშაბათს ძირითადად ვფიქრობ, თუ რა სწრაფად გავიდა ეს კვირაც და რა მალე მოახლოვდა პარასკევი დღე.
პარასკევი
განსაკუთრებით ცხელი დღე იყო, გარეთ მაინც მომიწია გასვლა, თუმცა მცირე ხნით , ძირითადად ოფისში ვიყავი და დილიდან მოყოლებული, ალბათ განუწყვეტლივ, ვსაუბრობდი ტელეფონზე, მაგალითად ერთმა 6 -ჯერ დამირეკა, თან უჭირდა გაგება, მისთვის უცხო იყო საკითხი, რაზეც ვსაუბრობდით, მე კი უკვე ზედმიწევნით ვიცი, ამიტომ ძირითადად მიწევს ავხსნა ერთი და იგივე. ბოლოს მივხვდი, რომ დღეს, მეტით არაფრით, მხოლოდ საუბრით დავიღალე.
ბოლო- ბოლო პრივატ ბანკმაც გამისწორა ბარათი და შევძელი სათვალის გამოწერა, რომელიც დაახლოებით 20-25 დღეში ჩამოვა. თავს ვიიმედებ, რომ მოლოდინი სულაც არ არის რთული. არ ვიცი მომიხდება თუ არა, მაგრამ მომწონს და აქაც იმედს არ ვკარგავ.

if if ra kargi iko ... visiamovne am postis cakitxvit.
ОтветитьУдалитьgilocav Petre-Pavlobas! mravals daescari sikharulit ... Gmertma gagvadzlieros misdami rcmenashi.
madloba tinatin :)
Удалитьმადლობა ასეთი თბილი და პოზიტიური პოსტისთის, ირი, სიამოვნებით ჩავიკითხე და არ მინდოდა დასრულებულიყო.
ОтветитьУдалитьბედნიერ ახალ კვირას გისურვებ!
გაიხარე სოფი , დიდი მადლობა
ОтветитьУдалитьძალიან კარგი იქნებოდა, თუ ყოველ კვირას გააკეთებდი შენი მთელი კვირის ასეთ ლამაზ ჩანახატს თანდართული ფოტოებით, ძალიან უნიკალური იქნება და მე პირადად ბევრჯერ სიამოვნებით წავიკითხავდი.
Удалитьკარგი იდეაა სოფი, ვეცდები, აუცილებლად
ОтветитьУдалитьიროო, ეს რომ წავიკითხე ძალიან მცირედით განსხვავდება ჩვენი 1 კვირა. ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვემსახურებით :) ვიცოდი ეს ყოველივე მაგრამ დიდი სიამოვნებით გადავიკითხეეე :*
ОтветитьУдалитьხო ხატი, დღებს ერთად ვატარებთ , მიხარია ასე რომ არის და რომ გაგიცანი, შენც და კიდე ყველა ჩვენი თანამშრომელი, ყველანი რა კარგი ადამიანები არიან , ღმერთს მადლობას ვეუბნები ამის გამო, რომ დილით მიხარია სამსახურში წასვლა და თავს იქ კარგად ვგრძნობ.
ОтветитьУдалитьხო, ირო მეც მიხარია ძალიან. ნეტა ყველას ჰყავდეს ჩვენაირი კარგი და შეხმატკბილებული კოლექტივი :)
ОтветитьУдалить