К основному контенту

შემოდგომიდან -შემოდგომამდე

   პიტნიან ჩაის გეახლებით, ყვითელ ჭიქაში.
შემოდგომიდან -შემოდგომამდე შემომაცვდა ნერვი, ყოველი.

ასე ვებრძვი:
ყელში გაჩხერილ ბურთს, კარს მომდგარ ზამთარს,
თვალებში ჩამდგარ სევდას,
უკვე შეჩვეულ, მოწყენილ საღამოს!

 ფოტოს ავტორი გელა ღაჭავა
  ოცნებებს მგონი არც ამხელენ, მე კი ვამხელდი, ახლა ძალიან ბავშვური და შორი მგონია. 
ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

Комментарии

  1. მეც ასე ვიყავი და ახლა რაღაცნაირად მეუხერხულება მაშინდელი ჩემი თავის.
    ახლაც არ გამომდის ბევრი რამის დამალვა :)))
    ერთხელ, გაჩერებაზე ვიდექით დილით და ჩემს მეგობარს ვუთხარი, იცი, ამ დილით ადრე ცაზე ცისკრის ვარსკვლავი დავინახე-მეთქი... ეს ისე წარმოვადგინე, როგორც დიდი მოვლენა, შენაძენი, რომელიც აღმაფრთოვანებდა. იქვე ამ მეგობრის ნაცნობი იდგა, დაიჭყანა და მკითხა, რაის ვარსკვლავი დაინახე?

    ძალიან კარგი ფოტოებია! როგორ მიყვარს პიტნის ჩაი ცივ სეზონზე! :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ფოტოები მართლაც რა კარგებიაა, თინი ბედნიერებაა , როცა აღფრთოვანება შეგიძლია ასეთი რამით და ოცნებები არ უნდა გაქრეს არასოდეს, რადგან სულ გვილამაზებს ყოფას!

      Удалить
    2. შენი ძველი ნაწერებიც როგორ მომეწონა!

      ჰო, "რაის ვარსკვლავის" მსგავსი კომენტარები ხშირად ყოფილა, მაგრამ ოცნება ვერ შევწყვიტე :))))

      Удалить
  2. პიტნიანი ჩაი სულ ბავშვობას მაგონებს, არდადეგებს საქართველოს მთიანეთში, სადაც დეიდაჩემის ეზოში დილაობით სულ ცვარიან პიტნას მოვკრეფდი, მდუღარე ჩაიდანში ჩავაგდებდი და ასე ვსვამდით მერე...
    ტკბილი რაღაცები მომაგონე, ირი, რა კარგი გოგო ხარ.

    სურათებიც რა ლამაზია. მადლობა გაზიარებისთვის.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...