К основному контенту

საახალწლო

      საახალწლო სურვილები უნდა დაწეროო, მერე უნდა დაწვა ის ფურცელიო და შამპანიურში გაურიო, რომ დალიოო. 
 რავიცი, რატომ უნდა დალიო საახალწო სურვილები, უნდა დალიო კი არა და გამოულევლად ბევრი უნდა გაგაჩნდეს.

   2014 წელი იყო მაგარი წელი იმიტომ, რომ  დაიბადა და მოვნათლე დავითი,
დაიბადა ღიმილიანი სანდრო, ჩემი საუკეთესო მეგობრის შვილი,  ასევე მისი მოსვლით გაგვახარა მარიამმა, ანდრიამ, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ბუთქუნა და დიდია, ხოლო წლის მიწურულს თავისი მამაკაცური გამომეტყველებითა და ვარცხნილობით გაგვაოცა ვაჩემ. 
 2014 არ ყოფილა რაიმეთი გამორჩუელი წელი ჩემთვის, არც ზაფხულით, არც შემოდგომით. გაზაფხული კი იყო ჩვეული, ერთდროულად წვიმით და მზით, როგორც ამინდში, ასევე სულშიც და ძირითადი სურვილებიც არ შემცვლია, ჯერ ისევ ძველ ტალღაზე ვარ და ასე დარჩენილი ველოდები ახალს.

  ისევ მაღიზიანებს, თამარ მეფის ქუჩის სარემონტო სამუშაოები, წინა წლებშიც მაღიზიანებდა ეს გაუკეთებელი გზა და ერთხელ თხრილში ფეხი გადამიბრუნდა, დავეცი, ხოლო გვერდი ისე უგულოდ ჩამიარა ბიჭმა, რომელიც წესით (ბიჭი იყო ბოლო ბოლო) უნდა შემშველოდა, ეს ფაქტი მეტკინა. 2015 წელს კი, განახლებული თამარ მეფე გამახარებს, იმედია. ახლა კი ზუსტად ეს პროცესია იქ.





  2014 წლის სიურპრიზი იყო, როცა ნოემბრის წვიმიან, ცივ ამინდში, სრულიად მოულოდნელად ძალიან გემრიელ ყავას მოგართმევენ იქ, სადაც არ ელი. ყავა ვიღას აკვირვებს, მაგრამ  იმ ყავას სხვა მადლი ჰქონდა მოყრილი და ის აგემრილებდა, ჰქონდა საოცარი ქაფი, ვსვამდი ცხელ სითხეს და სულს მითბობდა, რომელიც მე არც 2015 -ში და არც სხვა წლებში არ დამავიწყდება.

  2014-ში არ მიმიღია განსაკუთრებული საჩუქარი, არც რაიმე, სერიოზული, გადაწყვეტილება,  არ შემიძენია ახალი მეგობარი და არ მიმოგზაურია სადმე, შორეულ ქვეყანაში.
      ისევ მიყვარდა ლექსების კითხვა.
   ზოგჯერ სევდისგან გალუმპული ვრჩებოდი, მერე აქ შემოვდიოდი და თავს ვაფარებდი, როგორც საუკეთესო თავშესაფარს.
    ზოგჯერ იყო საღამოები ცოტა შავი ღვინით და ბევრი ფიქრით.

  რაც ძალიან მინდა არის ის, რომ  სულ, ასე, არ  დამდევდეს  სიცარიელის შეგძნება, რომელიც იმ ქალაქის ბრალია, სადაც ვცხოვრობ, რადგან ზუსტად არ ვიცი  რომელი წლიდან ამედევნა, მაგრამ ალბათ სათავე აიღო მაშინ, როცა ჩემი პირველი მეგობარი წავიდა საქართველოდან უცხო ქვეყანაში, მის მერე შინაგანად სულ მაქვს დიდი ცარიელი ადგილი და რაც ყველაზე მეტად მინდა არის ამის შევსება.
  ბედნიერი 2015 ყველას.
  
  


Комментарии

  1. რა ლამაზია ბლოგის ახალი დიზაინი!

    თამარ მეფის ქუჩა ხომ ყოფილი კიროვის ქუჩაა?

    მაგ ქუჩაზე დავიბადე, მანდ იყო მამაჩემის სახლი, რომელიც აღარ არსებობს :( დაანგრიეს. ხომ გახოვს, ადრე ვახსენებდი.

    ჩემი ბევრი მეგობარი წავიდა საზღვარგარეთ... ჩემზეც ძალიან იმოქმედა ამან.

    როგორ მომეწონა ყავის ამბავი! კიდევ ბევრი ლამაზი წუთი და დღე შეგეგროვებინოს მომავალ წელს! :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კი თინი ყოფილი კიროვის ქუჩაა და ახლა ასეთ დღეშია :)
      ლამაზ ახალ წელს გისურვებ , ბედნერი შობას.

      Удалить
  2. ჩემო ირინოლა ჩემო თბილო და კარგო ადამიანო :* ჩვენ ეს წელი ერთად გვერდი გვერდ გავატარეთ :) ერთად გვაღიზიანებდა ურემონტო თამარ მეფე და ეხლაც ვღიზიანდებით ზამთარში დაწყებული სამუშაოებით მაგრამ მეც შენსავით ველოდები ახალ "თამარ მეფის" ქუჩას :)

    მე კი მინდა რომ 2015 წელი შენთვი სიყოს ბედნიერების მომტანი წელი, იყოს შენი სურვილების ახდენის წელი... რადგან შენ ყოველივე კარგს იმსაუხრებ შენი კარგი ადამიანობით, მეგობრობით , მოკლედ ყველფრით :* ძალიან მიყვარხარ <3 <3 <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა ხატი , იმედია ახდება შენი სურვილები , უფრო სწორად, ვიცი ახდება შენი სურვილები, რადგან კეთილი გულით ნათქვამია. :)

      Удалить
    2. იროოო :* მჯერო რომ ახდებააა :*

      Удалить
  3. ირი, ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, კეთილი და საყვარელი. ისე მიყვარს შენი ნაწერების კითხვა. ბლოგსაც კი ვერ დაარქმევ, ლამაზი მოთხრობებისა და დღიურის კრებულივითაა, რომელსაც დაჯდები და სიამოვნებით კითხულობ ადამიანი. დიდი მადლობა, რომ ასე წერ და სამყაროს გასიკეთებაში შენს ნაკვალევს ტოვებ :-)

    იმ ბიჭზე კი ძალიან გული დამწყდა, ხელის შეშველება რა რთული უნდა ყოფილიყო? :-( ვისურვებდი, ადამიანები უფრო ყურადღებიანები და კეთილები გამხდარიყვნენ 2015 წელს!!!

    შენ კი ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება გქონოდეს!!!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სოფი, რა სასიამოვნოა შენნაირი გოგოსაგან ასეთი სიტყვების მოსმენა, დიდი მადლობა
      ბედნიერ ახალ წელს გისურვებ.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...