К основному контенту

ჩიტების დევნა

  სალონიდან მოვდიოდი,  დავინახე ბავშვები დასდევდნენ პატარა ჩიტებს , მინდოდა მეთქვა და გულში გავიფიქრე: ბავშვებო, ნუ დასდევთ ამ ფრთხიალა ჩიტებს, მათ  მაინც ვერ დაიჭერთ!  თუმცა მათ ეს დევნა უხაროდათ.
   გზადაგზა მაღაზიების ფანჯრების ანარეკლში ვხედავდი   ახალ ვარცხნილობას, ოდნავ მოკლე ,, კარეა", უკან აჩეხილი, წინ სწორი.  თმას თუ გადავიწევ, უფრო ლამაზად დარჩება.

   მომწონს და სახლშიც სარკეში,  ჩემს თავს ვუღიმი,  ვფიქრდები, ბოლოს გულიანად როდის ვიცინე ?
   მახსენდება,  იყო ერთი-ორი სისულელე...

   ყავა დამეღვარა და მწვანე ხალიჩა მოირთო ნალექის მირაჟებით, ვათვალიერებ ზოგი ცხენია, ზოგი ყვავილივით გადაშლილი ან გედი, არ ვიცი.
    არასოდეს ვაკეთებ ამას, არასოდეს ვაბრუნებ ყავის ფინჯანს და მის გამხმარ ნალექში მომავლის ჭვრეტას არასოდეს ვცდილობა. ერთი მიზეზის გამო, მარჩიელობაა და ეს ცოდვაა. 
   ადრე, სტუდენტობისას, ერთხელ ვიყავი მარჩიელთან, პატარა გოგო იყო, სკოლის მოსწავლე, დარაბებ დახურულ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა,  სანთლები უნდა მიგეტანა, სულ მეშინოდა ასეთი რამეების, ახლაც მიკვირს შესვლა როგორ გავბედე, არაფერი უთქვამს, მეც დავიბენი, ვერ გავიგე რა უნდა მეთქვა. ბროლის პატარა სახილეში აწყობდა სანთლებს, მგონი მერე ანთებდა კიდეც, აღარ მახსოვს.  ვკითხე, რა იქნება მომავალში - თქო, ,,ყველაფერი კარგი!" - იყო მისი პასუხი. 
 გარეთ, რომ გამოვედი შემოდგომის თბილი საღამო იყო,  განწყობა მქონდა, ვიღაც, რომ გაგაბითურებს ისეთი. სხვებს რა უთხრა არ ვიცი , ყველა ჩუმად იყო.
   მერე  მოძღვარმა მითხრა, აწი აღარასოდეს წახვიდეო.
  ზოგჯერ  მახსენდება მისი სიტყვები: ,, ყველაფერი კარგი!"
  როცა იმ სახლთან ჩავივლი უნებლიედ ვიხედები, ვცნობ ფანჯრებს და სულ ერთსა იმავეს ვფიქრობ, იმ ბავშვის მშობლებმა ნეტა, რატომ დაუშვეს და მისცეს ასეთი რამის უფლება, საერთოდ რა იყო ის?

  იქ მისვლა, რაღაცით გავს ჩიტის დაჭერის სურვილს, რომელიც ფრთხიალით გაგირბის და შენ ბავშვივით მაინც მისდევ, მისდევ და გჯერა, რომ ერთხელაც ისე დაიჭერ და შენს ჭკუაზე მოიყვან  ან სულაც გალიაში გამოამწყვდევ, რომ მერე  მართო, შენი სურვილით. აქ კი უსათუოდ გავიწყდება, რომ იქნებ ეს დევნაა ყველაფერი და არა მისი დაჭერა.

ფოტოს ავტორი - ნათია აფხაიძე

Комментарии

  1. 1) WOW!

    2) საოცარი ჩანაწერია, გოგოური, დავლბი.

    3) გილოცავ ახალ ვარცხნილობას. მიყვარს ცვლილებები სხვებზეც და საკუთარ თავზეც.

    4) მეც ვიყავი ერთხელ ერთ სულელ ქალთან :))) ჩემს ორ მეგობართან ერთად. კაცურად, გაშლილი ლაჯებით იჯდა და ჭკვიანი სახით მკითხაობდა. შენს წინაშე დიდი ჩინური კედელია აღმართულიო. დიდი წინააღმდეგობა გელისო. დაზაფრული გამოვედი იქედან. მერე ამოვღერღე. აღმოჩნდა, რომ ორივე მეგობრისთვის ზუსტად იგივე სიტყვები უთქვამს. იქ ხარხარი ატყდა.. :)))) ხომ წარმოგიდგენია. ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამა თეოდორემ თქვა ამ თემაზე ძალიან კარგი რაღაც, იქნებ ვიპოვო ლინკი, გამოგიგზავნი.

    5) ჩიტების დაჭერაზე გამახსენდა "რომეო და ჯულიეტადან" ეს ადგილი:

    თენდება უკვე, წასვლის დროა, მაგრამ ნეტავი
    ძაფზე გამობმულ ჩიტზე უფრო შორს არ წახვიდე,
    რომელსაც თითქოს ჯერ გაუშვებს ცელქი გოგონა,
    მაგრამ როგორც კი ლაღი ჩიტი კამარას შეკრავს,
    უკანვე მოსწევს აბრეშუმის ძაფით ტყვე ფრინველს,
    რადგან უყვარს და გასაშვებად არ ემეტება.

    ნეტავ ვიყო შენი ჩიტი!

    ნეტავ მართლა! თუმც, ალერსით დაგახრჩობდი...
    მშვიდობით იყავ!
    ისე ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა,
    რომ მე დილამდე მსურს ვიძახო: მშვიდობა შენდა!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი მადლობა, გაბადრული ვკითხულობ შენს კომენტარს , ყოველთვის.
      მამა თეოდორეს მოსმენა ძალიან მიყვარს , ყველაფერზე რა კარგ პასუხებს იძელევა.

      ძალიან ლამაზია ეს ამონარიდი.

      და მე ჩემთვის ვიმეორებ ,,ნეტავ ვიყო შენი ჩიტი!
      ნეტავ მართლა! თუმც, ალერსით დაგახრჩობდი...

      Удалить
  2. პატარა მარჩიელი გოგო :დ

    რა ლამაზი ჩანახატია, ირი. ყავის დაღვრას ასე ლამაზად მხოლოდ მწერალი თუ აღწერდა.

    ОтветитьУдалить
  3. ირიი, მუდამ სითბოთი მევსება გული შენს ჩანაწერებს, რომ ვკითხულობ, იმიტომ რომ შენსავით თბილია და საყვარელი :)
    ვარცხნილობა მართლაც გიხდება, ოფისში ხომ მე შეგამჩნიე პირველად ახალი იმიჯით :)
    არაა, მკითხვთან არასდროს ვყოფილვარ, ალბათ იმითომ, რომ ვიცოდი, რომ ცოდვა იყო და ყოველთვის პანიკური შიში მაქვს "მომავლის" წინასაწრი გაგების, ვაითუ ცუდი მაქვს წინ და ეს რო წინასწარ იცი საშინელი დეპრესია მექნებოდა :)

    ხო ჩიტები, სესოს ძალიან უყვარს ჩიტების სდევა, ბავშჳბეი ხოლმ ლაღები და საყვარლები არიან :) აბა მე და შენ კი არ დავუწყებთ დევნას :)

    იროო მიყვარხაროოო <3

    ОтветитьУдалить
  4. მადლობა გოგოებო , მიხარია რომ მოგეწონათ

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.  მასალად საჭიროა :  ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.   მომზადებს წესი       მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვა