К основному контенту

შალომ

   როლფიკა  ახლა 31 წლისაა.  საქართველოდან რომ წაიყვანეს ოთხის იყო, თავის სამშობლოში დაბრუნდა ისრაელში, თავისი სამშობლოდან, საქართველოდან და დღეს იქ ქართველი ებრაელია. ცხოვრობს თელავივში, მუშაობს ბანკში და უკვე მე-8 წელია ცალკეა გადასული, თავის ბინაში. დიდი ხანია ოცნებად ქონდა საქართველოში ჩამოსვლა.

   ოცნებაც ახდა და მოვიდა სახლში სადაც მისი ბებია, ბაბუა, დედა, მამა და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ.
   -შალომ, გვესალმება, დღიურში უწერია მისამართები, ერთ- ერთი გელათის ქუჩაცაა, რომელსაც  იმ დროს, როცა მისი მშობლები აქ ცხოვრობდნენ,   ჯაფარიძის ქუჩა ერქვა, ტურისტების ჯგუფთან ერთადაა, ქუთაისში სულ 2 საათით, აქედან სვანეთში, შემდეგ ზუგდიდში მიდიან.  უნდა, ყველა ის ქუჩა თუ სახლი ნახოს, სადაც თვითონ და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ქართულად თავისუფლად მეტყველებს, აინტერესებს ყველაფერი, ვინ ვის იცნობდა და როგორ ახსოვთ, უხარია აქაც ზუსტად ის ემოცია რომ ხვდება, რომელიც მასშია, რამაც ჩამოიყვანა ამ ქვეყანაში. მადლობას იხდის, მადლობას,  სახლის კარის გაღებისთვის. სული კმაყოფილი აქვს, რომ აქ არის და ამ ამბებს ისმენს.



    ძველ ამბებს იხსენებენ, მისი მშობლები ნონა და ალიკა, როგორ ხვდებოდნენ მალულად ერთმანეთს მეზობელ ეზოში, როგორი გამორჩეული სილამაზის დედა ყავდა და რა ახლო მეგობრობა და მეზობლობა გააჩნდათ აქაურებთან, ორი შვილი გააჩინა ამ ქვეყანაში, როლფიკა და  თამუნა, ახლა თამუნას 3 შვილი ყავს, დედასავით ლამაზია, მასაც საოცრად უნდა საქართველოს ნახვა და  გეგმავენ,  რომ მომავალში უფრო დიდი ხნით ჩამოვიდნენ.

     ალბომში მისი დიდი ბებიას და ბაბუას ფოტოს ვპოულობთ, როცა ისრაელში წავიდნენ სამახსოვროდ დაგვიტოვეს, მეც მახსოვს ბებია,  მარო, ექთანი იყო, იუმორის კარგი გრძნობა ქონდა, ბევრი ვიცინეთ ხუმრობით რომ მოგვიყვა, მის თავს გადამხდარი ერთი შემთხვევა, როცა მედიდურად ჩაირა ჯაფარიძის ქუჩა და ყველა მას უყურებდა, ის კი ფიქრობდა, ალბათ ისე ლამაზად გამოვიყურები თვალს ვერ მაშორებენო, მხოლოდ მილიციასთან ჩასულმა დაიხედა თავის სხეულზე და მაშინ შენიშნა , რომ კაბის გადმოცმა დავიწყია და პერანგით მიდიოდა სამსახურში. ბაბუას სამსონი ერქვა სამხედრო დაწესებულებაში მუშაობდა, ქაშერის დაყენება უყვარდა. მარგო და სამსონი ერთმანეთის მამიდაშვილ-ბიძაშვილები იყვენენ. ორივე იმყოფებოდა ადრე ქორწინებაში, არ ვიცი რა მიზეზით დაშორდნენ მეუღლეებს. ყავდათ თავიანთი შვილები ცალ -ცალკე, ერთად კი არა. შაბათისთვის განსაკუთრებულ კერძს ამზადებდნენ, ღუმელში შემწვარი ქათამი კართოფილთან ერთად, რომლის ბარკალი და გემრიელი კარტოფილები ჩემი ლუკმაც ხდებოდა, რადგან ყოველთვის გვიკითხავდნენ . 


    ნონას და ალიკას  ხელის მოწერის ფოტოც გვაქვს , ძალიან უხარია როლფიკას ეს ამბები ბევრს სურათებს იღებს ჩვენთანაც და ამ ფოტოებსაც უღებს სურათებს. ცოტა დრო აქვს უნდა აზერბაიჯანის ქუჩაზეც მოასწროს ასვლა. ჩვენ დიდი სიყვარულით მოკითხვას ვუთვლით ნონას, ზურგჩანთიდან მორიდებით იღებს ისერუსალიმში ნაყიდ წმინდანების გამოსახულებიან სამაჯურს და ბოდიშს იხდის მცირე საჩუქარზე,  შავ ღვინოს ვატნევთ და ვხვდებით, რომ მადლობას, მხოლოდ სახლის კარის გაღებისთვის არა,  გულის გაღებისთვის გვიხდიან. 
  

Комментарии

  1. რა ტკბილი, ადამიანური ისტორიაა! :* ძალიან ღირებული!
    ბედნიერები არიან, რომ მოგონებების ცოცხალ შემნახველებად და მასპინძლებად თქვენ ეგულებით. თქვენთვისაც ბედნიერებაა ასეთი ახლობლების ყოლა.

    ОтветитьУдалить
  2. რა თბილი და ტკბილი ისტორიაა, ირი, მადლობა გაზიარებისთვის.
    საქართველო ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ადამიანურობით და იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება. ჯერ არავინ მინახავს, საქართველოში ეცხოვროს და იქიდან ცუდი მოგონებებით წასულიყოს.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სოფი, მეც სულ მინდოდა ის, ჩვენი ურთიერთობა და სითბო, რაც გვქონდა ამ ჩვენს მეზობლეთან და მეგობრებთან, დამეწერა , გამომეხატა.

      Удалить
  3. guli amichka am istoriam. saqartveloshi dabadebuli da gazrdili var magram rolfikas msgavsi gancdebi arasdros makvs roca chamovdivar.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ტომა ჩემთვისაც რაღაცით იყო მოულოდნელი,თუმცა ძალიან სასიხარული იყო ეს ემოცია , ჩვენ ყოველთვის გვახსოსვ ეს ხალხი, არ ვივიწყებთ ერთად გატარებულ დღეებს . მისთვისაც ეს ის წარსულია, რომელსაც უკავშირდება მისი ბავშობა , ყველა ის ისტორია, რაც მის მშობლებს , ბებიას , ბაბუას გადახდენია თავს და რომელსაც არ ივიწყებს.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...