К основному контенту

Сообщения

დილა ისევ წვიმიანია

რა ბანალურია დაწერო სიყვარულზე დღეს! რა სასაცილო გამოჩნდები თუ იტყვი, რომ გიყვარს, იტანჯები... არ შემიძლია, არაფერი გამომდის , ერთი წინადადებაც ვერ გავმართე! ნათია აფხაიძე                            >>> თბილ ურთიერთობებს უბრალოდ დანატრება ... ურთმანეთობა... უსიყვარულო დღეების დარდი. უმთვარო ღამე გზას ვეღარ აგნებს. მძიმე საფეხურების უზომო ქშინვა და ფაქტი უსულო, უგულო უვარდოდ დარჩენილი ღერო. უთქმელი დარდი ... ემოციებით გატენილი მთელი ორგანიზმი . უგემურობით სავსე დილა, შუადღე, საღამო... უფერულობით გაჟღენთილი გრძნობები. უკიდურესი ზღვარი -უაზრობა. დროში განფენილ მოვლენებს შორის კავშირის ძებნა.  შენზე ფიქრი. შენ ალბათ ფიქრობ , რომ დილა ისევ წვიმიანია. ( ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძეა , ჩემი მეგობარი ,რომელიც ყოველ ფოტოს დიდი სიყვარულით იღებს, ამ ფოტოშიც ვიგრძენი ეს !)

1937

  ,,ტყიბულის რაიონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმზომად შემავიწროვონ რომ მღვდლობას თავი დავანებო მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება  ექვსი სულისგან :მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები 1)ვარდიკო 8 წ. 2) ქეთევანი 5 წ. 3)დავითი 4 წ.  4)გრიგოლი 3 წლის.    ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის  რაიონის მთავრობამ "    წერს სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვედი აპოლონ ჯინჯიხაძე, რომელიც, ასევე, მღვდელმსახურებას იმ სოფლებშიც ასრულებდა სადაც, მოძღვარი არ იყო .    ეს ის ავბედითი, კომუნისტური წლებია, როცა  რწმენა დანაშაულად ითვლებოდა. ,, ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი ... ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით  დაბეგვრის 726 მანეთი სულ 1089 მანეთი. უწყების  ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1)ტაშტი ,    2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი მეტი აღარაფერი დამრჩენია...
  თითქმის ღრუბლებთან ,  უფრო ახლოს  ცასთან... დიდა ბოშო რა ლამაზია ამ მთის თუ იმ მთის გადაღმა რაჭა.  ჰაერი სუფთაა , წყალი კამკამა. ვდგავარ ეზოში და მთები დევებივით მადგანან თავზე.  ცა კი ციმციმებს და ფრთილა ღრუბლები, ნაირ -ნაირ ფორმას რომ იღებენ, სადღაც შორს მიერეკებიან ...    თითქოს ისინიც ტოვებენ რაჭას ...  დაცლილ სოფლებში,  ერთმანეთის იმედად შემორჩენილი მოხუცები, გზას აღარ გაჰყურებენ, მათი „მონაგარი“  უკვე გადაბარგდა . ზაფხული მიილია.  შვილიშვილებისა თუ შვილთაშვილების ჟრიამული მიწყდა.   მთიდან მონაბერი გრილი სიო , მხოლოდ რამდენიმე მოხუცს თუ უშლის თმასა და კაბის კალთას. უმიზეზოდ მიაძახებენ ერთმანეთს, უფრო შეხმიანებისათვის, ამბის გასაგებად.    მენანება დაცლილი სოფლები. ცარიელ სახლში შესვლა რა ცუდია  და ვფიქრობ როგორი იქნება 10 , 15, 20  წლის შემდეგ აქაურობა? . ნასახლარები მომრავლდება , ცხოველები უფრო შემოეჩვევა სოფლებს და ზამთრობით, სულ დაცლილი, მგლების ბუნაგად გადაიქცევა ? ...

იმიჯომანია

    პოეტირად                       იუმორით (ვითომ ლექსი ,ვითომ პოეტისაგან) რაღაცნაირად, ,,პოეტურად “ გათენდა დილა, ( რაღაცნაირი,   პოეტური იდგა ამინდიც ) მივდივარ,   ქუჩას მოუყვება ვიღაც ,,პოეტი “ და უფრო, მსგავსად „პოეტების“ ადგამდა ნაბიჯს. კიბის კუთხეში, (როგორც   სჩვევია თ ) ჩამოჯდა   კრძალვით და ისევ ისე ამაყად   ეჭირა თავი. გააბოლა და წამს შევატყვე, იყო „პოეტი“ სულით   და უფრო იმიჯით მოჰგავდა მაინც. მეცნო   და თითქოს  ვერ ვიხსენებ ? არის პოეტი?! მაშ ქუდი ასე რად ახურავს, გვერდზე მოქცევით? ცხოვრება უფრო იმიჯებით გახდა საზომი. მეც მიკვირს, ისე დავაბიჯებ საზომ– საზომით და პოეტებსაც კი   ვცნობ ასე, აწონ– დაწონით, რაღაცნაირად, პოეტურად იმიჯ – გაზომვით.

,, ლივლივა"

   ძველ დღიურს გადავავლე თვალი საიდანაც, ასე, ალეგორიულად რომ ვთქვა, ზღვის სუნრელი ამოვარდა.  მეამა...     გამახსენდა შარშანდელი ციხისძირი , მაგდანა და მერი, ზღვასავით ბობოქარი ქალები მე და ნათი ვიყავით მარტო და ბევრი საინტერესო ისტორია... თვალუწვდენელი ლურჯი  ,, ლივლივა",  პლაჟი სადაც თითო ოროლა დამსვენებელი თუ გამოჩნდებოდა, იქვე შემწვარი ხამანწკები ,რომელთაც ჩვენი საყვარელი ,, სკალებიდან"  იღებდნენ იქაურები, ცეცხლს დაანთებდნენ შეწვავდნენ და ჩვენც მიგვიწვევდნენ, მერე ისევ ზღვაში ამოზრდილ ამ დიდ ქვებს უბრუნდებოდნენ და გაუთავებლად ხტებოდნენ და ხტებოდნენ იქიდან...  ნათიც იღებდა და იღებდა თავისი საყვარელი MEN - cenon-ით.   შემიყვარდა იქაობა, ეზო, სადაც მეზობლები მუდამ ფუსფუსებდნენ, ასეირნებდნენ შვილიშვილებს ერთმანეთს ებაასებოდნენ თავიანთი საყვარელი კილოთი ,,რაფერ  ხარ ცა?"  ევკალიპტების ჩრდილით და სურნელით სავსე გარემო ... ყვითელი ავტობუსი და გზა ბათუმამდე  თავისი სასაცილო ისტორიებით და საინტერესო ტიპაჟებით-ადამია...

წვიმის წვეთები

ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთებია, ჩემი ფანჯრის მინებზე. ცრემლებს გავს... ჩემს ცრემლებს არა ,ზოგადად ცრემლებს. თუმცა, რატომ მრცხვენია ?! ტირილი თუ არ შეუძლია ადამიანს და... კი, შეუძლია და თანაც ხშირად, ოღონდ მაშინ უფრო, ალბათ თუ ფიქრობს, მე ახლაც ვფიქრობ ... და მიტირია კიდეც ... christophe-jacrot ბავშვობაში, მეზობლის ძაღლმა რომ მიკბინა, რა გულიანად ვტიროდით მე და ჩემი ძმა. მიტირია ვიღაცის უბედურებაზე, შემცოდებია და ... წიგნის შინაარსზე, მის დასასრულზე. კინოს სიუჟეტზე . მოგონებებზე მიტირია "რაღაცნაირ" ,მარილიან მოგონებებზე, ბავშვობიის დღეებზე, მონატრებაზე . კიდე, გამხარებია ძალიან და მაშინაც... ბებოზე, იმ ქვეყანაში რომ გადასახლდა. შეცდომეებზე, მევე რომ მატკინეს გული, სხვის თუ საკუთარ შერცდომებზე. მეგობრის გამოც მიტირია . ოღონდ, სიყვარულის გამო არასოდეს მიტირია იცით... ალბათ, შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ .

გასული კვირა დღე

           მზე, იყო ცხრავე თვალით გამოსული და სულ არ იშურებდა სხივებს ,აფრქვევდა დედამიწას დაუნანებლად ოქროსფერებს. გულშიც თბილოდა , მეგობრული გარემო იყო, მსუბუქი და თავისუფალი. ლაპარაკობდნენ თავში რა აზრიც მოუვიდოდათ, დაფიქრების გარეშე და იყო ჩაბჟირებამდე სიცილები....                  მი ზეზიც  ჰქონდა იმ დღეს,  და არც თუ პატარა ,  ძალიან ლამაზი და   ყველას რომ გვაერთიანებდა ისეთი. ცოტა უცხო და ბევრისთვის უჩვეულოც, ალბათ, რადგან ფოტოგრაფების დაბადების დღეებს იშვიათდ თუ აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში, იხსენებენ, უფრო ახლოს ეცნობიან მათ შემოქმედებას , აი ასეთი დღეა ის ჩვენთვის.       ეს კონკრეტული დღე კი , ანუ 2011 წლის 27 მარტი ედუარდ სტეიხენს ეკუთვნოდა. დახვეწილი ფოტოგრაფია და არა შემთხვევით შერჩეული მომენტები, არამედ ფოტოსთვის დადგმული სახეები. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მე მისმა შემოქმედებამ.  სტეიხენი მხატვარია და ის ა...