წითელ და თეთრ ფერში გაწყობილი უჯრებიანი სუფრა გადავაფარე სამზარეულოს მაგიდაზე. ოთახი გამოაცოცხლა, მსიამოვნებს მისი ცქერა. ზედ კი ბანკიდან მოტანილი ბარათები გავშალე. ბანკები გიჟდებიან მათ გაცემაზე, ერთს მოითხოვ და იქვე რამდენიმე მოყვება საჩუქრად. ვითომ ძალიან გულუხვები იყვნენ. ასე თავიანთ შექმნილ პროდუქტებს ასაღებენ. არ მინდა მათი ,,მსხვერპლი" გავხდე, ამიტომ ჯერ ბოლომდე მინდა გავერკვე მათ ფუნქციებში და მერე გავააქტიურო ან საერთოდ არ გამოვიყენო. არა, ბარათების შემოტევაა ნამდვილად, ორი საფულე მაქვს ერთში ყოველდღიური ხურდა მიდევს, მეორე კი მთლიანად ბარათებს ეთმობა. ნაირ– ნაირი სახეობისაა: აფთიაქის ზღარბი ბარათი, ზედ ვაშლებს ვაგროვებ, რამდენიმეჯერმე გამომადგა ასე დაგროვილი ქულები, მაგალითად ჩემი ძმის საჩუქრისათვის ბარათის ქულებით გადავიხადე და C liven -ის ფირმის შხაპის ქაფი ავიღე, თვითონაც კმაყოფილი დარჩა და მეც. უნიკარდი, რომელიც უფრო უნივერსალური ხასიათისაა და სხვადასხვა ობიექტს ითვალის...