К основному контенту

მკერავის ოთახი

     დაახლოებით ერთი სათია ვზივარ მკერავის ოთახში, რომელიც ჩემს კაბას ჯერ თავიდა არღვევს და მერე ისევ კერავს. სათავეს ამაგრებს, შლის, ბოლოს ისევ მაგრატლით აჭრის ზედმეტ ძაფებს. მაწოდებს, ცდილობს ტანზე მომარგოს, მგონი უფრო მოკლე გამოდის, ვიდრე ველოდი, ვიწროც, თუმცა დიეტა კვლავ აქტუალურია ჩემთვის, ამიტომ მაგას არაუშავს. სათავე აშკარად შეცდომითაა, ერთმანეთს არ ემთხვევა, ჭრა -კერვის პროცესი ისევ თავიდან იწყება. მოთმინებაა საჭირო.

    მდუმარებაში ჩაძირული ვეღარ ვსაუბრობ, მეც ძაფებით ვარ სავსე, ეს თეთრი ბიჭია , შავიც , მწვანე აღარ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ ყველას ერთად ვიშორებ, ვრჩები მარტო მკერავის ოთახში, სადაც არ ჩერდება საკერავი მაქანის ზუზუნი. ,,ძველი ზინგერი უკეთ მუშაობს, ახალი გაფუჭდაო" წუწუნებს. მეც ვეთანხმები, ჩანთაში ვიქექები, რომელშიც ძლივს ეტევა საფულე, ხელსახოცი, სავარცხელი,  ,,ბლოკნოტი", რომელშიც უამრავი ჩანაწერი მქონია, ზოგი ისეთი ძველია ვეღარ ვიხსენებ,  უამრავი ფურცლები დამგროვებია, აქვეა დიეტები, კექსის რეცეპტი, ზოგი უკვე უსარგებლო ინფორმაციაა, მინდა ამოვხიო ასეთი ფურცლები. ლექსებიც მიწერია, ყველას თავიანთი ავტორი ყავს ერთის გარდა, ნეტა ჩემია-თქო, ვფიქრობ, არ ვიცი, ვერ ვიხსენებ როდის ჩავწერე, ალბათ იყო ასეთი ემოცია. 

 ,,ვკითხულობ ვიღაცის ლექსებს .
ვგრძნობ, გულში დაგროვილ სევდას.
არ მინდა გამექცეს ფიქრი 
მასზე, რომ ჩამრჩა და ფეთქავს.
ერთმანეთს ვერ ვუმხელთ სათქმელს, 
გრძნობები უჩუმრად ქრება."

Комментарии

  1. რა კარგი პოსტია, შენს ძველ პოსტებს ჩავყევი და ვეღარ ვშორდები. ლამაზად წერ ძალიან, მოთხრობებს ჰგავს.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...