К основному контенту

ნუ შეურაცყობ

       ,,რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საშიშროება ქობულეთში."  ორი დღეა, ასე, აცხადებენ ტელევიზიები და გადმოსცემენ, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ მუსლიმთა პანსიონის წინ ადგილობრივებმა  ღორი დაკლეს, რომლის  თავი შენობის კარზე დაკიდეს და ამ საქციელით პანსიონში სწავლების დაწყება გააპროტესტეს. 


     რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით აჭარელი, მუსლიმანი ბიჭი გავიცანი.  ბევრი მეც არ ვიცი მის შესახებ, მხოლოდ ის, რაც შეიძლებოდა ინტერნეტ ნაცნობობას მოყოლოდა, ეკონომიური განათლება თურქეთში ქონდა მიღებული, თურქულად თავისფლად საუბროდა, ასევე იცოდა ცოტა ინგლისური, რადგან სტამბოლის უნივერსიტეტში ლექციები ინგლისურადაც უტარდებოდა, იმ ჟამად ბათუმში  ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობას ხელმძღვანელობდა. რაღაც პერიოდი ხშირად ვსაუბრობდით, მათ შორის, რელიგიურ თემაზეც, იხსენებდა, რომ ერთხელ, როდესაც გასტროლზე მყოფ ფოლკლორულ ანსამბლს ახლდა თურქეთში თარჯიმნად, ერთ-ერთმა გუნდის წევრმა მისი ქართველობა შეარცხვინა და მიყვებოდა, ამის გამო, თუ  როგორი შეურაცყოფილი იგრძნო თავი. 

   მე ვპასუხობდი, რომ მისი მესმოდა,  ის, თვითონ დაიბადა ასეთ ოჯახში და რომ  მათი მუსლიმანობა ისტორიულმა მოვლენენბმა განაპირობა. ასევე ვეცადე ამეხსნა, რომ ჩვენთვის ძირითადად მართლმადიდებლობა და ქართველობა განუყოფელია, სამშობლოს დაცვა იგივე მართლმადიდებლობის დაცვა იყო ოდითგანვე და რომ წმინდა გიორგი ხილიულადაც კი იბრძოდა მეომრების გვერდით. გარდა ამისა, რომ ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოება ღვინით სრულდება, სადაც ღვინო ქრისტეს სისხლია, რომლითაც უფალთან ვერთდებით, ისლამში კი ღვინო ცოდვად ითვლება. სხვათაშორის, ეს რომ ვუთხარი, ვერაფერი  მიპასუხა, მე კი დამრჩა განცდა, რომ ამაზე ნაფიქრი არ ქონდა.

    საბოლოო ჯამში, მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ის კარგი ადამიანია. არც განათლება აკლია და არც ღირსება, რომ ამ ქვეყნის ღირსეული შვილი არ იყოს. 

   ბათუმშიც მახსოვს,  ღვთისმშობლის ეკლესიის პირდაპირ, პატარა კაფე, სადაც ორი მუსლიმანი ქალი თან გადავყვნენ და მათგან სიკეთე იღვრებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ მათი კაფის წინ ვისი სახელობის ეკლესიაა, თუმცა გვითხრეს, რომ ახალგაზრდები  უკვე ქრისტიანებად ინათლებიანო.

   ახლა კი ყველა ამ ადამიანის ძალიან მრცხვენია, თავიანთი რელიგიის გამო, ასე რომ შეურაცყოფენ და არ აძლევენ უფლებას მათაც ილოცონ,  ილოცონ თავისებურად. 

   მართმადიდებლობა ჩემთვის, პირველ რიგში, სიყვარულის რელიგიაა, სადაც ყველა გიყვარს მტერია თუ  მოყვარე და ამიტომ მგონია, რომ ქრისტიანის და საერთოდ მორწმუნე  ადამიანის ჩადენილი საქციელი ეს არ არის.
   თან ეს ის ფაქიზი თემაა, რომელთანაც მეტი დაკვირვება გვმართებს. 
  

Комментарии

  1. გეთანხმები ირო, სამწუხაროდ ჭეშმარიტ მართლმადიდებელის მიერ ჩადიენი საქმე ეს ნამდვილად არ არის, ეს ხომ იგივეა მუსლიმანებმა ჩვენი რომ შეურაწყონ და ჩვენი ეკლესიების წინ ღვინო დაღვარონ ან მსგავსი რამ გააკეთონ. მეც მყავს მუსლიმი ნაცნობები, თუმცა არასოდეს შევხებივარ მათ რწმენას.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხო ხატი , ამ ფაქტმა გამაღიზიანა ძალიან

      Удалить
  2. ჩვენ სულ იმით გამოვირჩეოდით, რომ ჩვენს მიწაზე ყველა აღმსარებლობა კარგად გრძნობდა თავს. ახლა არც საკუთარ სარწმუნოებას ვაგდებთ არაფრად და სხვებზეც გადავდივართ :( პატრიარქი ამბობდა, ჩვენთან ოჯახში სტუმრად მყოფ კავკასიელ მუსულმანებს ლოცვის დრო რომ დაუდგებოდათ, მამაჩემი სახლში ადგილს გამოუყოფდა და ხალიჩასაც გაუშლიდაო. ტოლერანტობის მაგალითია :(

    დღეს ეკლესია ყველაზე დიდ ბუად ჰყავთ წარმოჩენილი. ყველა მხრიდან ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენ კი დაცვის ნაცვლად თავადვე ვიგდებთ მასხრად სასულიერო პირებსაც და მორწმუნეებსაც. სხვა სარწმუნოების ხალხი გინდა არ გინდა სხვებს აიძულებს პატივი სცენ მათ რწმენას (ამის მაგალითი უამრავია; ერთ ქართველ გოგოს უთხრეს ამასწინათ, არ გაბედო და პირში არაფერი ჩაიდო, აქ რამადანია და მზის ჩასვლამდე არაფერს ვჭამთო, თუ რამე ტუალეტში შედი და იქ ჩაიდე ლუკმაო. მერე რა რომ მუსულმანი არაა, მათ გვერდით ხომ მუშაობს.) გინდა შინ იყონ გინდა ემიგრაციაში .. და ქრისტიანები ყველაზე შერცხვენილი ვართ ამ მხრივ.

    "ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე." - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-32.htm#sthash.DIRNqRjV.dpuf

    წარმოიდგინე .... ყოველდღიურ ცხოვრებაში იხსენებენ, რა მოხდა ჩ.წ.აღ-მდე იაკობის დროს. რადგან იაკობი მათი ერის მამაა.

    და ჩვენ კიდე ჯვარცმის დღე რომაა პარასკევი, ჩვენი ღმერთის ჯვარცმის, ჩვენი გულისთვის ჯვარცმის, მაშინ მოგვინდება ყველანაირი ჭამა და გართობა.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მიხარია თინათინ ასე რომ ფიქრობ.
      იცი რას ვფიქრობ? როცა შენ უარესად იქცევი, განა უარესი ადამიანი არ გამოდიხარ?
      პროტესტი და სააწინააღმდეგო აზრი უნდა გამოხატო, უნდა თქვა რაც არ მოგწონს , ოღონდ ზუსტ ფორმებში.

      Удалить
    2. რა თქმა უნდა ! ზომიერების დაცვა ყველაზე ძნელი რამაა.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...