К основному контенту

მოკლე და გრძელი დღეები

  
   შემოდგომას თავისი ხასიათი აქვს, გაზაფხულს თავისი.  ვის რა მოწონს, ეს  სხვა თემაა, თუმცა, არ ვიცი, რატომ მინდება წელიწადის დროებზე ვწერო. ზამთრის თეთრი საბურველიდან, რომ გამოვძვრებით, მერე მაშინებს ეს პერიოდი. ბუნება მიყვარს, ხეები, ყვავილები, მინდორი. მენატრება ზღვა, წარმოვიდგენ ახლა როგორ შრიალებს და რა ლამაზი ფერი აქვს, მისი დაცლილი სანაპირო კი მშვიდი და სანატრელია. 
 ახლა,  ისე ვარ, ყველაფერი მაშინებს, როგორ მინდა, ამ ჩემს შიშებს, მოვერიო.

  ვეღარ ვკიდებ ხელს წიგნს, რომლის კითხვა წინა თვეში დავიწყე, აღარც ახალის საძებნელად შემივლია მაღაზიებში.

 რაღაცნაირად მოკლე კვირის დღეები და გრძელი შაბათ- კვირები დამიდგა, გაივლის ეს დღეებიც, ეს პერიოდიც...

    მაგრამ ვიცი, რომ სულში ვერ შევცვლი ვეღარაფეს.

  ისევ გავუზიარებ მეგობრებს ყვავილების სურათებს.
 ისევ ამეტირება გრძნობით ამოთქმულ ლექსებზე, ძებნას დავუწყებ სტროფებს, სადაც საკუთარ თავს ამოვიკითხავ და მეგონება, რომ ჩემზე  დაწერეს.
ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე

 ისევ ისე ძალიან მეტკინება, როცა ზურს შემაქცევენ, მე კი იმ წამშივე ვიგრძნობ სიცარიელეს ჩემშიც, ქუჩებშიც, სახლებშიც, სადაც კი შევაბიჯებ.  
 ისევ ჩავიკეტები ჩემს თავში და შევხედავ როგორი ფერ დაკარგული ხდება გარემო, მივნელდები. ასე მგონია, ვერც ვერავინ შემამჩენვს, არც ჩემი ფიქრის ამოცნობას ეცდება ვინმე, რაც არ უნდა თვალებში მიყუროს. მე კი ისევ ადვილად შემიყვარდება, შიშით კი ისევ მეშინია,  რომ ვერ შემიყვარონ, ამ გაზაფხულზეც. 




Комментарии

  1. ნამდვილი პოეტი ხარ. <3

    ОтветитьУдалить
  2. რატომ ვარ აქ პირველად, გული დამწყდა :) ან რატომაა 2016-ში სულ 4 პოსტი, ამაზეც გული დამწყდა. ძალიან ვისიამოვნე და ზოგან ისეთი ნაცნობი რამეები გიწერია <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა :) იქნებ გავაქტიურდე კიდეც :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...