ზოგჯერ რთულდება ყველაფერი, ზოგჯერ არც ისე, ხან კი, სრულიად უმიზეზოდ, მგონია, რომ ყველაფერი გადასარევადაა. დიდ ხანს ვიკავებდი თავს, თითქოს არ მინდოდა მეთქვა, რომ ზაფხული არ მიყვარს, ყველაზე ,,მშრალი" პერიოდია ჩემთვის. როცა, გამოწურული ლიმონივით ვგრძნობ თავს. ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. გამომშრალი ვარ. თითქოს მზემ ამოაშრო ცხოვრების ენერგიაც, რიტმიც, ხალისიც, ვიწყენ. დღეს შემთხვევით წავაწყდი 2007 წლის ჩანაწერს, სადაც ზუსტად იგივე ემოცია მაქვს, რაც ახლა , ასე იწყება: 2007 წლის 9 ივლისია, ხუთის ოცი წუთია, ზაფხულის ცხელი დღეებთან შედარებით დაბალი ტემპერატურაა, ამიტომ ძალიან არ ცხელა. ამინდზე არ ვწუწუნებ. ღია ფანჯრიდან ქალაქის გუგუნი ისმის, ფარდის ჩრდილი მთელ საწოლს ეცემა. დასასვენებლად წასვლას არ ვგეგმავ, კვლავ მარტოობა მაწუხებს და იმედებს სადღაც , ქარში ვერეკები. დღები ძალიან გვანან ერთმანეთს, დრო მენანება, სიახლეს ველი, თითქოს ყოველ წუთს და ყოველ წამს შეიძლებ...