დღეს, ჩინეთიდან გამოწერილი, ხელთათმანები მომიტანა ფოსტის თანამშრომელმა, უთითოებია, თხელი ნაქსოვი, ვერცხლისფერი, მომეწონა. დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც გამოვიწერე და აღარც ველოდი. ჩემი ,, კარე" ოდნავ ჩამოგრძელდა და ახლა უფრო მომწონს. წონაშიც ცოტა მოვიმატე, ვცდილობ ფორმაში ვიყო და პურს აღარ ვჭამ. ეს მომატება კი სოფლის ბრალია. ისე, ახლა ამაზე არ ვწერ. ისეთ ხასიათზე ვარ, მე თვითონ, რომ ვეღარ ვუძლებ, მეზარება ასე ყოფნა. არა და მინდა რაღაც დავწერო, ჯერ არ ნაფიქრზე, თითქოს, ჯერ არ მომხდარ ამბავზე, რომელიც მიქადის მოსვლას და თავს დატეხვას . შემოდგომის ბრალია. ყოველი სექტემბერი იწყება ასე, სიახლის მოლოდინში. სიახლის მოლოდინში მომიძველდა ამბები ჩემი ბლოგისთვის, თითქოს აღარაფერი ხდება. სოფელში გატარებული ყოველი ღამე იყო უმთვარეო და გული დამწყდა, რადგან გაგიჟებით მიყვარს გაღებული კარიდან, რომ ჩანს ხეებში გაჩხერილი მთვარე დ...