К основному контенту

ლამაზი ქალი

     მოდა ბრუნავს  თუ მოდა იცვლება?
 ეს  არ ვიცი, მაგრამ მიყვარს მოდას აყოლილი ქალი. გემოვნებიანი, დახვეწილი თავისი ჩაცმით, ქცევით, მანერით...


     მაინც, ალბათ,  სხვა თემაა ლამაზი ქალი. ზოგი, ერთდროულად,  ლამაზიცაა და ისეთი ჭკვიანიც, რომ თავის ცხოვრებას, სწორედ, თავისი სილამაზით იწყობს.

   მოხდენილად ჩაცმა რთული საქმეა, მოდაში რაცაა შეიძლება სულ ვერ მოიხდინო. მაგრამ მოვლილი  ყოფნა შესამჩნევია ყოველთვის.  

    ყველა ლაპარაკობს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის სადედოფლო კაბაზე, ზოგს მოწონს ზოგს არა. მე არ მომწონს. 




     თუმცა,  რა მნიშვნელობა აქვს კაბას იქ, სადაც დიდი ბედნიერებაა. და ალბთ , სილამაზის მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია, ტუჩებზე ღიმილი და თვალებში პატარა ვარსკვლავები. თუმცა, ლამაზ ქალსაც აუშნოვებს უგემოვნობა და კიდევ, მხოლოდ მამაკაცების საყვარელი თემა სულაც არ არის ეს.

ჩემი ლამაზი ქალები :

 ოდრი ტატუ 




პენელოპე კრუსი 





კირა ნაიტლი 



ჟულიეტ ბინოში 








მარიონ კატიარი










Комментарии

  1. ანჯელინას კაბა არც მე მომეწონა :) ძაან ტიპობს.

    გოგი გვახარიას წიგნს ვკითხულობდი ამასწინათ, რატომღაც აჩემებული ჰყავს ჯულიეტ ბინოში, არ მოსწონს :)))

    სარა ჯესიკა მეც ძალიან მომწონს :) თავისი ნაკლებით და სტილის საოცარი აღქმით.

    ОтветитьУдалить
  2. ეს გვახარია რას ერჩის ამ ბინოშს ?! :))

    ,, არ იდარდი" წლების წინ, იმედზე გადაცემა იყო ასეთი, რომელსაც გივი ბერიკაშვილი უძღვებოდა. ჰოდა ერთ -ერთ გადაცემაში , მან თქვა ასეთი ლექსი, რომელიც ქუთაისში ყოფილა გავრცელებული ,, აგიაშვილსა ნიკასო არ ყვარებია პიკასო, გადაირია პიკასო რა დავუშავე ნიკასო"
    ჰოდა ასეა ახლა მაგ ამბავიც. :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რა მაგარი ლექსია, ძალიან ვიცინე :))))

      რავიცი, მემგონი ყალბად თამაშობს და ნიჭი აკლიაო და ამის გამო გარეგნობასაც გადაუარა, მაგრამ წიგნის ბოლოში თვითონ თქვა, პირობას გაძლევთ, აღარ ვახსენებ ბინოშსო :))) ეგ ხომ თვითირონიით გამოირჩევა და ბოლოს მაინც ვერ მიხვდები საბოლოო პოზიციას.

      ადრე პენელოპე გადაიღეს ყავის რეკლამაში (ნესპრესსო), ისე საყვარლად ლაპარაკობს ინგლისურად თავისი ესპანური აქცენტით!

      Удалить
    2. პენელოპე რა საყვარელიაა

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...