К основному контенту

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.


    მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება. 
 მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება.
ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი.

მასალად საჭიროა: 

კვერცხი 6 ცალი,
შაქარი 2 ჩაის ჭიქა ,
კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი,
პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა ,
მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა.
ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა,
1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით,
ვანილი 1 შეკვრა,
 შოკოლადი .

მომზადების წესი: 

   ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ ცხიმოსხმულ და ქაღალდ- დაფენილ ჟარონაზე.  შევდგათ 170 გრადუსზე გამთბარ ღუმელში. როცა გამოცხვება გამოვიღოთ და გადავუსვათ ქლიავის ხილფაფა, ხოლო თავზე უნდა დავადოთ ბეზე, რომელსაც მოვამზადებთ, ცალკე ჭურჭელში გადანახული, კვერცხის ცილისაგან და 1 ჩაის ჭიქა შაქრისაგან, რომელიც კარგად უნდა გავთქვიფოთ და  როცა გათეთრდება და გასქელდება მივხვდებით, რომ მზადაა, შეგვიძლია ცოტა ხნით მაცივარშიც მოვათავსოთ.
    მას შემდეგ, რაც ნამცხვარს ბეზეთი მოვრთავთ, ისევ შევდგათ ღუმელში და დაველოდოთ სანამ ბეზე კარგად არ გაყავისფრდება.



    ამ ნამცხვრის  ბოლო ,,აკორდს"  კი წარმოადგენს შოკოლადი, როლესაც გავადნობთ და თავზე მოვასხამთ, თუმცა თუ შოკოლადი არ გვაქვს შეგვიძლია ის, იქვე მოვამზადოთ კაკაოს, შაქარისა და კარაქისაგან, რომელთაც ერთ კოვზ რძეს დავუმატებთ და  ერთად წამოვადუღებთ. ცხლად მოვასხამთ თავზე. 



                                     

Комментарии

  1. უფს ძალიან გემრიელი იყო ირო შენი ჩიტის რძეე :*

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხატიი რომ მოგეწონათ კარგია , კიდე გავიმეორებ :)

      Удалить
  2. აუცილებლად უნდა ვცადო. ოღონდ, შენ მაწონს არჩევ ნამცხვარში თუ რძეს? აქ ჩვენებური მაწონი არ არის, ალტერნატივა კეფირი მაქვს ან რძე. ამიტომ მაინტერესებს, რომელს მირჩევდი, კეფირს თუ რძეს? მაწონს, მგონი, კეფირი უფრო უნდა ჰგავდეს შემადგენლობით?

    ОтветитьУдалить
  3. სოფი მე მაწონი გამოვიყენე, რეცეპტში ალტერნატივად რძე წერია, თუმცა იმდენად მარტივია ამ მასის მომზადება კეფირიც მოუხდება. მომზადების დროს რაღაც , განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვს, უცებ ყვეალფერი ერთ ჯამში იზილება და მასალის ამ დოზით ცხვება უფრო მომცრო ზომის ჟარონაზე.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...