,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.
ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი.
მასალად საჭიროა:
კვერცხი 6 ცალი,
შაქარი 2 ჩაის ჭიქა ,
კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი,
პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა ,
მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა.
ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა,
1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით,
ვანილი 1 შეკვრა,
შოკოლადი .
მომზადების წესი:
მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.
მისი მინუსი- ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას, ალბათ, არ მოეწონება.ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი.
მასალად საჭიროა:
კვერცხი 6 ცალი,
შაქარი 2 ჩაის ჭიქა ,
კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი,
პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა ,
მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა.
ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა,
1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით,
ვანილი 1 შეკვრა,
შოკოლადი .
მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში ) ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით, ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ ცხიმოსხმულ და ქაღალდ- დაფენილ ჟარონაზე. შევდგათ 170 გრადუსზე გამთბარ ღუმელში. როცა გამოცხვება გამოვიღოთ და გადავუსვათ ქლიავის ხილფაფა, ხოლო თავზე უნდა დავადოთ ბეზე, რომელსაც მოვამზადებთ, ცალკე ჭურჭელში გადანახული, კვერცხის ცილისაგან და 1 ჩაის ჭიქა შაქრისაგან, რომელიც კარგად უნდა გავთქვიფოთ და როცა გათეთრდება და გასქელდება მივხვდებით, რომ მზადაა, შეგვიძლია ცოტა ხნით მაცივარშიც მოვათავსოთ.
მას შემდეგ, რაც ნამცხვარს ბეზეთი მოვრთავთ, ისევ შევდგათ ღუმელში და დაველოდოთ სანამ ბეზე კარგად არ გაყავისფრდება.
ამ ნამცხვრის ბოლო ,,აკორდს" კი წარმოადგენს შოკოლადი, როლესაც გავადნობთ და თავზე მოვასხამთ, თუმცა თუ შოკოლადი არ გვაქვს შეგვიძლია ის, იქვე მოვამზადოთ კაკაოს, შაქარისა და კარაქისაგან, რომელთაც ერთ კოვზ რძეს დავუმატებთ და ერთად წამოვადუღებთ. ცხლად მოვასხამთ თავზე.
უფს ძალიან გემრიელი იყო ირო შენი ჩიტის რძეე :*
ОтветитьУдалитьხატიი რომ მოგეწონათ კარგია , კიდე გავიმეორებ :)
Удалитьაუცილებლად უნდა ვცადო. ოღონდ, შენ მაწონს არჩევ ნამცხვარში თუ რძეს? აქ ჩვენებური მაწონი არ არის, ალტერნატივა კეფირი მაქვს ან რძე. ამიტომ მაინტერესებს, რომელს მირჩევდი, კეფირს თუ რძეს? მაწონს, მგონი, კეფირი უფრო უნდა ჰგავდეს შემადგენლობით?
ОтветитьУдалитьსოფი მე მაწონი გამოვიყენე, რეცეპტში ალტერნატივად რძე წერია, თუმცა იმდენად მარტივია ამ მასის მომზადება კეფირიც მოუხდება. მომზადების დროს რაღაც , განსაკუთრებულ ფუფუნებას არ ითხოვს, უცებ ყვეალფერი ერთ ჯამში იზილება და მასალის ამ დოზით ცხვება უფრო მომცრო ზომის ჟარონაზე.
ОтветитьУдалить