К основному контенту

ბლინები

   ბლინები, ეს ის საყვარელი სასუსნავია, რომელსაც ჯერ კიდევ, ღრმა ბავშვობიდან ვაკეთებ, თუმცა კარგი  იშვიათად გამომდიოდა. ახლა უკვე გამომდის.
   მათი მომზადებისას  გასათვალისწინებელია დრო. არ ღირს მაშინ დაიწყო ,,ბლინობის მოწყობა" როცა მცირე დრო გაქვს,

 მასალად საჭიროა :

კვერცხი 2 ცალი ,
ცოტა მარილი და
შაქარი,
ზეთი ნახევარი ჭიქა,
ვანილის ერთი შეკვრა
რძე (წყალი) დაახლოებით ერთ ლიტრი,
სოდა ნახევარი ჩაის კოვზი,
ფქვილი დაახლოებით 500 გრამი

მომზადების წესი 

   ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ მარილი და შაქარი, ჩავასხათ რძე, თუ კი რძე არ  აღმოგვაჩნდება შეიძლება მისი წყლით ჩანაცვლება,  დავუმატოთ სოდა,  ნელ- ნელა დავუმატოთ ფქვილი და თან ვთქვიფოთ, რომ მოასწროს გახსნა, უნდა იყოს საშუალო ზომის მასა არც თხელი, თორე დაიკრავს და სქელიც სასურველი არ არის,  დავუმატოთ ვანილი და ნაწილი ზეთი, ხოლო ჭიქაში ჩავტოვოთ მეორე ნაწილი, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ ტაფაზე მოსასხმელად.
   გავაცხელოთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, ტაფა კარგად რომ მოიწვება, ზეთი შეგვიძლია გადავასხათ, ავიღოთ ღრმა კოვზი და დავასხათ მასა ცხელ ტაფაზე, ისე რომ თხლად დაფაროს ზედაპირი, როცა თავი მოუშრება და მეორე მხრიდანაც დაიბრაწება გადავაბრუნოთ, რომ ორივე მხარეს კარგად გამოცხვეს. შემდეგ, ცხობას, რომ გავაგძელებთ, ტაფას ზეთის დამატება აღარ დაჭირდება.  


  რჩევისთვის:  არის გემრიელი ჩაისთან ერთად, სხვა და სხვა მურაბით, ასევე გამდნარი შოკოლადით და თხლათ დაჭრილი ბანანით, რომელთაც ჯერ კიდევ ცხელში გადავახვევთ., ასევე კარგია სმეტანით და ხაჭოთი.
Bon Appetit 


Комментарии

  1. blinomania maqvs damartuli :D
    kovel shabat kvrias vacxob, tan bebiachemis receptit! sxva aranairi :D

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...