К основному контенту

დაკარგვა

   ირგვლივ ჰაერი ისე სქელდება, ნისლად იქცევა.
   ნისლში კი ყველა იკარგება და  იძირება.
    ვეღარც გზას ვიკლევ.

   ვერავინ მპასუხობს, რადგან თავად არ იციან,  როგორ იბადება გრძნობა და განცდა, რომელიც იკავებს  ფიქრს და აზრს, სულს და სხეულს.  წასასვლელს გიკეტავს, გასაქცევს არ გიტოვებს.
  ამ კითხვაზე ვერავინ მიპასუხა.
 არ ვიცი დაუნახავთ თუ არა თავისი თავი, იმ, მეორეს თვალებში.

    ჯობია ამინდზე ვისაუბროთ, ყოველთვის მსუბუქი თემაა.
  წელს ზამთარი თეთრ ფერს აგვიანებს და ქუჩები გვანან მიტოვებულ და გაძარცულ სამოსებს, მოვლენები კი განვითარებას არ ჩქარობენ და ფიფქებს ელიან.

  სულ მგონია, რომ ზამთარი ადამინს ბავშვობაში აბრუნებს. ართმევს წლებს და უტოვებს სილაღეს, სრიალს- ყინულის მოედნებზე, გუნდაობას- ხის ტოტებთან, ერთმანეთის მიმართ, ბავშვურად, ხელების ჩაჭიდებას და შეშველებას თოვლიანი გზების ცუდ გადასასვლელებთან და თეთრად განათებულ საღამოებს.

  საღამოები კი მოირთვნენ ნათურების საზეიმო  ,,წვიმებით", რომ საახალწლოდ შექმნან განწყობა, სამაგიეროდ ქარი უკრავს ისევ ძველ მელოდიებს
და მასზე აყოლილი ხალხიც ძველია.

    მე კი მინდა ეს დღეები აღარ გავდეს ნაცნობ სიმღერებს და სიახლე იყოს უკეთესი.
     ხელოვნურად შექმნილი განწყობები მღლის. როგორ ვთქვა, უკვე ვეღარ ვუძლებ, ნაძალადევ სიხარულებს, ღიმილებს და მათ მიღმა დარჩენილ ჩამქრალ თვალებს და კიდე უფრო მეტად მეშინია, ძალიან არ შევეჩვიო ამ როლს, არ მომეწებოს ისე, რომ ვეღარ შევძლო მოშორება.
 




Комментарии

  1. "ქარში დაკარგვა ისევ მწყურია,
    ეს ღამე რაღაც უცნაურია."

    სიმღერა როგორ უხდება პოსტის განწყობას! :)

    "არ ვიცი დაუნახავთ თუ არა თავისი თავი, იმ, მეორეს თვალებში." ძალიან კარგია.

    ОтветитьУдалить
  2. იროო, ხო რაღაც შავმუქია ყველაფერი, თითქოს ახალი წლის წინაგანწყობაც არ არის, რადგან ძირითადად ყველა ვითომ იღიმის, ვითომ ბედნიერია... იმიტომ რომ ცდილობენ დაფარონ თავიანთი ტკივილი თუ გასაჭირი... მაგრამ იმედი მაქვს მომავალი წელი იქნება უფრო ფერადი და ბედნიერების მომტანი...

    მინდა ეს წელი შენთვის განსაკუთრებული იყოს :*

    ОтветитьУдалить
  3. რა ლამაზად მოყევი, ირი, შენებურად.

    დღეს ჩვენთან პირველი თოვლი მოვიდა და შენი ეს სიტყვები გამახსენდა, თოვლი ბავშვობაში გვაბრუნებსო და ზუსტად ასეა. ისე მინდოდა გარეთ გავარდნა და გუნდაობა, სირბილი თოვლში, როგორც ბავშვობაში, ლაღად და უზრუნველად.

    ОтветитьУдалить
  4. როგორ მესმის შენი :) ნეტა იცოდე, არც მე არ მინდა ნაცნობ სიმღერებს რო გავდეს დღეები, მმაგრა იქნება ყელაფერი, ეხა ეგეთი წელი იწყება!! <3

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...