К основному контенту

მაკარონის სამარხო სალათი


       მაკარონი,  აქ მთავარი ინგრედიენტია, ამიტომ ეს კერძი მათვისაა ვისაც ის უყვარს, მე სწორედ მაკარონის მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი.

 მასალად საჭიროა :
100 - 150 გრამი მაკარონი,
2 -3 თავი, საშუალო ზომის, კარტოფილი,
200 გრამი სამარხო მაიონეზო ,
ერთი კონა ცერეცო ,
ერთი კონა მწვანე ხახვი,
გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა

მომზადების წესი
  ღუმელზე დავადგათ წყალი მცირე ზომის ქვაბით, როცა ადუღდება ჩავყაროთ ცოტა მარილი და მაკარონი, ასევე ცალკე მოვხარშოთ გაფრცქვნილი და მცირე ზომებად დაჭრილი კარტოფილი.  მოხარშვის შემდეგ,  დავჭრათ მცირე ზომებად კარტოფილი და მოვათავსოთ თეფშზე, დავუმატოთ მაკარონი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, გემოვნებით შევკმაზოთ მარილით და შავი წიწაკით,  ბოლოს მოვასხათ მაიონეზი, თან კარგად მოვურიოთ. 




რჩევისთვის: კერძის მირთმევა შეიძლება პურის გარეშე, არის საკმაოდ ნოყიერი. მას, ძირითად გემოს მატებს  მწვანი ხახვი და ცერეცო.
Bon Appetit 

Комментарии

  1. ამაშიც ვგავართ ერთმანეთს, მეც მაკარონის მოყვარული გახლავარ :)))

    რა საინტერესო რეცეპტია! :) რა ლამაზად გაგიფორმებია.
    მწვანე ხახვი ახლა შემიყვარდა. სალათის ფურცლები შემიძლია ტონობით მივირთვა :)))) წითელი ბულგარულით, ცერეცოთი და გახეხილი სტაფილოთი გაგისინჯავს მაკარონი? მაიონეზიც უნდა ცოტა.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი, წითელი ბულგარული ძალიან მიყვარს , საერთოდ ბულგარული, მე თუ მკითხავს კაცი, უხდება კერძებს.
      მიხარია მაკარონი რომ გიყვარს :)

      Удалить
  2. იროო, გამომადგება ეგ რეცეპტიი :*
    პ.ს. დღეს რატომ არ მოიტანე სადილზეე? :) :) გაგისინჯავდით გოგონებიიი :*

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ხატი გაგასინჯებთ :)) იმედია მოგეწონებათ :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...