К основному контенту

Сообщения

   რამდენი რამეა,  რომელზეც გინდა ისაუბრო, თქვა, გადმოანთხიო და გადმოყარო შენში ჩაგროვილ - ჩაბუდებული სათქმელი, შენი ცხოვრება რომ ქვია და ბევრი კითხვები რომ დაგიგროვა, მაგარამ არ გყავს მოსაუბრე და ჩუმდები, შენს თავში იკეტები, ფიქრობ გაუთავებლად და ოცნებობ მოვიდოდეს ვინმე და მოგისმენდეს. მოსმენა ხომ ასე რთულია. ფოტოს ავტორი: ნათია აფხაიძე    მერე დგება დრო, რომ მარტო მოსმენა კი არა, ცოტა დახმარებაც გჭირდება. გინდა გიბიძგოს ა ნ კ ითხვას რომ სვამ პასუხი გიპოვოს ვინმემ.     დღეს აღმოვაჩინე რომ, უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, ზოგი მათგანი ისეთი უსარგებლოა არაფერში გმოდგება, მაინც ვერ გადავუძახე ურნაში. ვერ გადავყარე, ვერ შეველიე ძველ განცდებს, იმ წუთებს, რომელშიც ეს ნივთები  მაბრუნებენ. ვხვდები, რომ ამით ჩემს წარსულს ვუფრთხილდები, ვერ ველევი, მოგონებებს არ ვაძლევ საშუალებას (დამივიწყონ) დავივიწყო. ამიტომ არ ვყრი.   ვისაც შეუძლია თავისუფლად გადაყაროს ძველი ნივთები, ძალიან კარგი თვისება აქვს. მას არც სიახლის მიღების შეეშინდება ცოვ...
    ფოტოგრაფი ჩემგან ვერ დადგება , ეს ზუსტად ვიცი,  მე მაგის ხედვა არ მაქვს .  ფოტოების გადაღებით მიღებული  სიამოვნება კი რაც არის, ეს ვიგრძენი .   სოფელში, სახლის უკან, დიდ ბაღში გავედი და კადრების გადაღებით ვეღარ ,,გავძეხი", რაღაც მუღამში შევედი ისე, რომ გამოსვლა აღარ მინდოდა. რაც უფრო ბევრ და ლამაზ ფერებს ვუყურებდი ფოტოაპარატის ეკრანზე, მით უფრო მსიამოვნებდა გადაღება, მითრევდა ეს პროცესი.    ამ დროს კი უფრო ღრმავდები შენს თავში, ეს მარტოობაც გსიამოვნებს, არ გჭირდება ვინმე, აი მარტოობის გამართლებაც ვიპოვე. მოკლედ კარგად ყოფნას ნიშნავს, შემიყვარდა ეს საქმე, თუმცა შედეგზე საუბარი ზედმეტია, არაფერი არ  გამოვა აქედან, მაგრამ მართალი რომ ვთქვა სულაც არ მაინტერესებს ეს, აქ მთავარია ფოტოების გადაღებით მიღებული სიამოვნებაა.    მივხდი, რომ ფოტოგრაფებს ეყვარებათ  ფიქრი, საკუთარ თავში  ჩაღრმავება და ძებნაა , გამუდმებული ძებნა- კადრის საინტერესო კუთხით წარმოჩენისა...   მარტოობას ამით ვერ ავსებ, უბრალოდ ი...
   ამ ბოლო დროს, სულ სხვის ბლოგებს ვკითხულობ , ისე, რომ თავად ერთი სიტყვაც ვერ დავწერე .  მაინც რას ნიშნავს ასეთი ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართ?  იმას  როცა საკუთარი ბევრი არაფერი გაგაჩნია?  თუ ამოწმებ, შენ რამდენად უკეთ გრძნობ თავს იმ სხვაზე . თუ უბრალოდ გინდა გაიგო, როგორ ცხოვრობენ შენს გვერდით ადამიანები. ისევ ვეღარ ვაგრძლებ და კვლავ სხვების ბლოგებს მივჩერებივარ.  ყველაფერზე წერენ.  ზოგიც უფრო თამამია და მომწონს,  ყველაფერს რომ ამბობს საკუთარი თავის შესახებ , ეს გახსნილობა მსიამოვნებს (ამ დროს მეჩვენება, რომ თითქოს ცხოვრებაშიც ასე გახსნილები ვართ ერთმანეთთან) მეტს ვგებულობ მათზე, ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ, დადიან, მუშაობენ, სწავლობენ და გარეგნულად სულაც არ ეტყობათ უცებ რა ეწყინათ ან რა გაუხარდათ, ყოველშემთხვევაში შენ,  უცნობთან არ მოვლენ და ამას არ მოგიყვებიან .   ზოგი ალბათ უფრო ყალბია, ზოგიც უფრო გულწრფელი, თუმცა ყვებიან ხან სხვისას, ხან საკუთარ ცხოვრებას და  გრძნობ, განიცდი...

ცხოვრება შეუმჩნეველის

    ისევ ჩაფიქრდა ,  როგორც საერთოთ ხდებოდა მისი ფიქრის საგანი უფრო ცხოვრება იყო, საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება.  თუ სხვაზე ფიქრობდა წამდა , რომ მისი მოპარეს ყველაფერი ისე გაქურდეს , ცარიელი სიცარიელეში მიაგდეს.  ყველაზე მეტად ფიქრი შეზიზღდა.  სად არ მიყავდა ფიქრს და ბოლოს ხელმოცარულს სადღაც კუთხეში ააწეპებდა თან ისე, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს უმტკიცებდა . სიცარიელეში ცარიელმა ცხოვრებამ დატოვა.  დრო კი თავისთვის ჩქარობდა. უკან არაფერს აბრუნებდა, მოგონებები კი მკვლელები იყვნენ მხოლოდ და ბევრს არც არაფერს ტოვებდნენ : სიმარტოვეს , ეჭვს და რაც ყველაზე მეტად წყინდა იმედებს აცამტვერებდნენ. თეთრი და ძალიან მსუბუქი ეგონა ტვირთი , რომელსა ეჭიდებოდა. ეგონა მხოლოდ... შეთავაზეს ფერები მუქი , ხასიათები უჟმური , გარემო ცუდი, ცხოვრებად მონათლეს და საკუთრად მიიღეო უთხრეს. არჩევანი დაუტოვეს არა-ფერი . ცხოვრება კი ჩქარობდა , სულ ჩქარობდა . გარბოდა , გამორბოდა , ღელავდა , შფოთავდა, უხაროდა  და მას გვერდს უვლიდა.ისე რა შეუნჩნევლად გაჰქონ...
      ზაფხულის ხვატი ჩამოწვა და საოცრად ცხელა. ის დროა მთას მიაშურო კაცმა ან ზღვას. ზაფხული არ მიყვარს,  არა გართობა და დასვენება როგორ არა, მაგარამ ზაფხული მაინც არა!  ზაფხულში იცლება ჩვენი პატარა ქალაქი  და მიტოც ალბათ უფრო.    მე კი მინდა, ახლა სადმე დიდ ქალაქში ვიყო, დიდ და უცხო ქალაქში. დავბოდიალობდე  მის ქუჩებში, ხალხით სავსე ქუჩებში, ვიყიდიდი ახალ საყურეებს, რომლებიც გრძელი იქნებოდა და წიგნების მაღაზიებში  საინტერესო წიგენბს ავარჩევდი. არცერთ ქუჩას უნახავს არ დავტობვებდი, საინტერესო იქნებოდა ძველი და ახალი უბნების შერწყმა.    განსაკუთრებით დავაკვირდებოდე იქაურების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.  სიამოვნებით დავესწრებოდი მათ ოჯახურ დღესასწაულებს, მათ თავშეყრის ადგილებს. ასეთ რამეებზე იმდენი მსმენია კიდეც , მაგარამ საკუთარი თვალით ნახული და განცდილი სულ სხვაა.    ჩემი ოცნება მოგზაურობაა ევროპის ქალაქებში (განსაკუთრებით პრაღაში მინდა წასვლა , ახლა კუნდერას ვკით...
გავოცდი წამში როგორ დაცარიელდა:  ქუჩები,  ჩიხები,  გადასასვლელები, ეზოები, სახლები, ოფისები, კაფეები, ავტობუსები,  ტაქსები... როგორ გაქრნენ ჩემი საყვარელი წიგნები თაროებიდან, რა შეუმჩნეველნი გახდნენე საყვარელი ნივთები. გაუფერულდა ყველაფერი ... დავიცალე. არაფერს ვამბობ, მხოლოდ გაოცებას გამოვხატავ. სიტყვები ყოველთვის არ ყოფილა ყველაფრის ამხსნელი. ყველაფერი მაინც არ ითქმება.
    დღეს, 1 ივლისს დასრულდა  ფესტივალი სახელწოდებით ,,თეატრალური იმერეთი", რომელიც 18 ივნისს დაიწყო და იმერეთის ყველა რეგიონის თეატრს მოიცავდა. სპექტაკლები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმართებოდა. გამოდიოდნენ: ხონის, წყალტუბოს, ვანის, საჩხერის, სამტრედიის, ჭიათურის, ხარაგაულის  სახალხო თეატრები, მერე დიდხანს გაყვა მაყურებელს ხონის თეატრის მიერ დადგმულ ,,კაცია ადამიანში" ლამაზისეულის სახე და მის ტონზე დაძახებული ,,ქალბატონო". სპექტაკლები იყო თავისებურად საინტერესო,  წარმოდგენილი იყო ძირითადად უფრო მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი დადგმები: ,, კაცია ადამიანი", ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი", ,, ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" და ა.შ. მათგან ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრს უნდა ეჩვენებია ,,რაც გინახავს ვეღარ ნახავ", მაგრამ დაწყების წინ  მაყურებელს სიამოვნებით ამცნეს, რომ პრემიერა შედგებოდა და ,, გინდ დაიჯერე გინდ არა" წარმოადგინეს. დასასრულს  სცენა ქუთაისის ნიღბების თეატრმა დაიკავა და დავით კლდიაშვილის იმერეთის ,,...