К основному контенту

ოქროცურვილა დღე

   დადგა ოქროსფერი შემოდგომა.


   ინტერნეტ სივრცე ისეა აჭრელებული შემოდგომის ფერებით, მეც მომინდა რაღაც დამეწერა ამ ფერად, თბილ დროზე.
  სამი წლის წინ, ოქტრომბის თვეში სოფელში  წავედით. ისეთი პერიოდი მქონდა, დეპრესიას ვერ ( არ) დავარქმევ და ცოტა მოწყენილი ვიყავი, იქაურმა გასაოცარმა ბუნებამ კი გამომიყვანა ამ უჟმურისაგან, ალბათ უბრალოდ დასვენებამ და ამ ჯადოსნური სილამაზის დანახვამ მომარჩინა. მამაჩემი ნამდვილ სოფლელს დაემგვანა და ტყეში წავედით სოკოს მოსაკრეფად, მერე ფეხი დაგვიცდა, დავეცით და ერთად ვიცინეთ, ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო და მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა ის დღეები.


   სოკო იქ არ გაგვიკეთებია, აქეთ წამოვიღეთ. გზაში შაორზე გავჩერდით და სურათები გდავიღეთ.  ეს ტბა, ხომ ყოველთვის ლამაზია, მაგრამ შემოდგომაზე საოცარი იყო, მის თავზე ტყეში მწვანე, ყვითელ, წითელ ფერებს დუღილი ჰქონდათ დაწყებული და მაჭარივით  გედებოდა მათი სილამაზე სულზე, წყალიც სხვანაირად მშვიდი ჩანდა. რაჭა ყველა დროში უნდა ნახო და შემოდეგზე განსაკუთრებით. (რაჭველები ამ სიტვას არ იყენებენ , მაგარამ მე მიყვარს ეს სიტყვა.)

.

    ნოდარ ტაბიძე, მხოლოდ სამ თვეში ერთხელ, ჩამოდიოდა ქუთაისის უნივერსიტეტში დედაქალაქიდან  და პუბლიცისტურ ჟანრებს გვაცნობდა. ის, ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგედ ითვლებოდა. ძალიან საინტერესო ლექციებს გვიტარებდა. ჩვენ,  კარგი სტუდენტები მის ლექციებს, რომლებიც ასე, ათასში ერთხელ იმართებოდა არ ვაცდენდით ან კი როგორ გავაცდენდით, როცა ძალიან გვსიამოვნებდა მისი მოსმენა, მის თხრობას სხვა სამყაროში გადავყავდით, ეს არ გავდა ჩვეულებრივ მოსაწყენ სასწავლო გაკვეთილს, ცოცხალი საუბარი, დიალოგი და სასიამოვნო ერთი საათი ან საათ ნახევარი გვერგებოდა. გარდა ამისა, ხომ გვინდოდა დაგვენახა მსგავსება მასსა და ბიძამის, გალაკტიონს შორის. 
  მერე ყვებოდნენ: უკითხია სტუდენტებისთვის რომელი პოეტი გიყვართო, გალკტიონიო უპასუხიათ. მას კი უთქვამს ვიღაც სტუდენტისთვის, გალაკტიონი რომ გიყვარდეს  გიჟი უნდა იყოვო. 
ერთხელ ლექსი წაგვიკითხა და მერე გვთხოვა გამოიცანით ლექსის ავტორიო სიყვარულზე რა კარგად დაწერილი ლექსიაო. თუ არ იცით ეს ლექსი, მაინც უნდა იცნოთ ვისი შეიძლება იყოსო.  
,,.თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი , ღრუბელებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა."


ლექსი ანა კალანდაძეს ეკუთვნის.
    შემოდგომის დუღილი იყო მაშინაც. ალბათ სტუდენთა სიმრავლე ეამა კიდეც, ის ხომ სპეციალურად იყო ჩამოსული სხვა ქალაქიდან, ჩვენთვის, ლექციის ჩასატარებლად. მაგრამ შემოდგომის თბილი და უნაზესი ამინდი ამსხვრევდა ფანჯრებს, კედლებს, აუდიტორიის რძისფერ საღებავს ყვითელი ფოთლების ჩრდილი არხევდა და ჩვენამდე აღწევდა, შიგ სულში შემოდიოდა. ,,შემოდგომის ამ ოქროცურვილა დღეს სტუდენტი, რომ ლექციაზე დაგიჯდება, იმ სტუდენტიდან ჟურნალისტი არ დადგება." -თქვა ოსტატმა. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ექიმის საბოლოო დიაგნოზივით ჟღერს, მან კი ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავზე არც უნდა მიგვეღო. სინამდვილეში კი ეს მისი წინასწარმეტყველებაც იყო.
  .


Комментарии

  1. საოცარი ჩანაწერია!!!! როგორ მომეწონა!!!
    ცხადად წარმოვიდგინე ეს დღე.
    რა სილამაზეა! ასეთ დროს ხომ გაქვს იმის შეგრძნება რომ რაღაც დიდი შეგემატა და მდიდარი ხარ?
    ეს ლექსი მეც მიყვარს ანასი, კიდევ ეს:

    მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს
    და მით მიწიერს
    ჩემს საიდუმლოს გაზიარებ,
    ო,ფიქრთა ჩემთა...
    მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
    შენთვის ვიბრწყინებ,
    აღვინთები და დავშრტები შენდა!

    ასეთ დღეებში მეც მოუსვენრობა მიპყრობდა ხოლმე, სწორად უთქვამს ბატონ ნოდარს! :) გალაკტიონი რომ არ უყვარდეს, ისეთი ქართველი თუ არსებობს ნეტავ? რამდენი მძიმე დღე გადამატანინა მისმა სიტყვებმა, თავისით რომ ამედევნებოდნენ ხოლმე. :)
    <3 რა საოცარ სამყაროში გადამისროლე, მადლობა შენ ამისთვის.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მართლაც თინი, გალაკტიონი, რომ არ უყვარდეს ისეთი ვინაა ნეტა ?!
      მადლობა შენ , ეს ძველი ჩანაწერიც შენ გამახსენე და იმ დღეებში დავბრუნდი მეც უნებურად.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

მარადიული

     პირად ცხოვრებაზე საჯარო ლაპარაკი არ მიყვარს. ასე მგონია, ეს, ორ ადამიანს შორის ინტიმს ხელს უშლის. ისეც არ მიყვარს, როცა უცნობ ადამიანებთან  შეუძლიათ თავინთ გრძნობებზე , ადამიანზე, რომელიც უყვართ, ილაპარაკონ ,თითქოს გულღიათ , არაფერი დაფარონ.    მეც, რაღა დავმალო და, სულ მაინტერესებდა ასეთი ამბები, მაგრამ ამ ბოლოს განსაკუთრებით მომეძალა შეკითხვები : შეყვარებული გყავს? ვინ გიყვარს ? მართლა გიყვარს? რას გრძნობ? და ა.შ. დაუსრულებლად... ახლა ვხვდები ,რომ იქნებ ამით საკუთარ სიყვარულს ვეძებ, მინდა გავიგო, როგორი შეილება იყოს ის. გოდერძი ჩოხელის ,, 9 შეკითხვა სიყვარულზე" კი ყველაზე ორიგინალური ფორმაა ამისთვის. რომელსაც  ჩემი გამოკითხულების პასუხებს დავამატებ. , ,სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: -მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შეგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე