თითქოს აქ არც ვარ, გარეთ კი ისე წვიიმს, გაურკვევლად მესმის სიმღერიდან სიტყვები, ,, ჩემს გულში ... , გეტყვი როგორ მიყვარხარ ... , შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ ..." მგონი ნიაზ დიასამიძეა, ალბათ რადიოშია, მე კი უფრო მაფიქრებს და სადღაც სხვაგან მიმაქროლებს. ვეყრდნობი მანქანის საზურგეს კმაყოფილი სახით და მიხარია, კიდე რომ ვგრძნობ მას, ჩემთან ახლოს. მარის მოტკბო სურნელი ადის, მისი სუნამო უფრო მაფხიზლებს, ესენი არჩევენ ღვინოს, ვიწრო გზას, თითქმის საათ ნახევარია მოვდივართ, არც ერთი სოფლის დასაწყისში ტრაფარეტი არ არის მოთავსებული. ვერ გაიგებ რომელი დამთავრდა, რომელი დაიწყო.
კოკისპირული წვიმაა, საქარე მინაზე გამწმენდი ხან აჩქარდება, ხანაც უფრო ნელდება. მთიდან დავეშვით, საკმაოდ მაღალზე ვიყავით, სულ მთები იყო ირგვლივ და კარგი იმერული მასპინძლობა, სოფელი თავისი სოფლის სუნით, სუფრა მეორე სართულზე, ,,ზალაში" იყო გაშლილი და მარჯვენა კუთხეს მსუქანი ,,დამკვრელი" იკავებდა, რომელიც ჭამას რომ მორჩებოდა, თითს დააჭერდა თავის სინთეზატორს და ფეხზე ადგომის გარეშე მღეროდა, რომ ქვეყნად ორი ბაღდათია და ხელს თუ გავანძრევთ გვეშელება. ცოტა ხანში მაგიდაზე სხვა და სხვა კერძების სართულები გაჩნდა. მერე კი ყველაფერი გაგრძელდებოდა, მთვრალი ხალხით და უღერღილოდ აშლილი მხიარულებით, ჩვენ კი მანამდე წამოვედით.
დაძაბული კვირა იყო, სამსახურში აბსურდული ჩივილებით მოგვაკითხეს, რამაც ისე გამაღიზიანა, თავის შეცდომას ჩვენ, რომ გვაბრალებდა, რაღაც მოხდა, გამოეპარა, ყურადღება მოუდუნდა ხდება, ადამიანები ვართ, გვემართება, თუმცა არ უნდა დამართოდა , ჩვენც არ უნდა გვაბრალებდეს.
განტვირთა ძალიან საჭიროა. სასიამოვნო იყო ქალაქ გარეთ გასვლა, ბევრი სიმწვანე, უცხო სოფლის ნახვა და ჩვენი ხალხი, ჩვენი, სოფლის ხალხი, ნაშრომი ხელებით და გახარებული თვალებით. მერე საგანგებოდ გამოპრანჭულები, მოიკრიბნენ მეზობელი ეზოებიდან.
მთელი კვირა ვამბობდი რა კარგია - თქო შაბათს, სტურმად ვარ მიწვეული, თან სოფელში, სოფლის სუფრა, მასპინძლობა , სიძე- დედაოფალი, ჩვენ მაყარი.
განტვირთა ძალიან საჭიროა. სასიამოვნო იყო ქალაქ გარეთ გასვლა, ბევრი სიმწვანე, უცხო სოფლის ნახვა და ჩვენი ხალხი, ჩვენი, სოფლის ხალხი, ნაშრომი ხელებით და გახარებული თვალებით. მერე საგანგებოდ გამოპრანჭულები, მოიკრიბნენ მეზობელი ეზოებიდან.
მთელი კვირა ვამბობდი რა კარგია - თქო შაბათს, სტურმად ვარ მიწვეული, თან სოფელში, სოფლის სუფრა, მასპინძლობა , სიძე- დედაოფალი, ჩვენ მაყარი.
რა კარგი ვიდეოა, სულ შემიძლია ვუყურო წვიმას... რა კარგი დასასრული ჰქონია შენს კვირას. მომწონს, როგორ აღიქვამ გარემოს.
ОтветитьУдалитьკი, ნიაზია <3 მეც მინდა სოფელში, 2 დღით მაინც, არადა არ მაქვს )) დამპატიჟოს ვინმემ :3
ОтветитьУдалитьმადლობა ძვირფასებო, ძალიან სასიამოვნო დღე იყო , სულ რომ დამრჩება
ОтветитьУдалить