К основному контенту

წვიმს

   თითქოს აქ არც ვარ,  გარეთ კი ისე წვიიმს, გაურკვევლად  მესმის სიმღერიდან სიტყვები, ,, ჩემს გულში ... , გეტყვი როგორ მიყვარხარ ... ,   შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ ..." მგონი ნიაზ დიასამიძეა, ალბათ რადიოშია,  მე კი უფრო მაფიქრებს და სადღაც სხვაგან მიმაქროლებს. ვეყრდნობი მანქანის საზურგეს კმაყოფილი სახით და მიხარია, კიდე რომ ვგრძნობ მას,  ჩემთან ახლოს. მარის მოტკბო სურნელი ადის, მისი სუნამო უფრო მაფხიზლებს, ესენი არჩევენ ღვინოს, ვიწრო გზას,  თითქმის საათ ნახევარია მოვდივართ, არც ერთი სოფლის დასაწყისში ტრაფარეტი არ არის მოთავსებული. ვერ გაიგებ რომელი დამთავრდა, რომელი დაიწყო. 

  კოკისპირული წვიმაა, საქარე მინაზე გამწმენდი ხან აჩქარდება, ხანაც უფრო ნელდება. მთიდან დავეშვით, საკმაოდ მაღალზე ვიყავით, სულ მთები იყო ირგვლივ და კარგი იმერული მასპინძლობა, სოფელი თავისი სოფლის სუნით, სუფრა მეორე სართულზე, ,,ზალაში" იყო გაშლილი და მარჯვენა კუთხეს მსუქანი ,,დამკვრელი" იკავებდა, რომელიც ჭამას რომ მორჩებოდა, თითს დააჭერდა თავის სინთეზატორს და ფეხზე ადგომის გარეშე მღეროდა, რომ ქვეყნად ორი ბაღდათია და ხელს თუ გავანძრევთ გვეშელება. ცოტა ხანში მაგიდაზე სხვა და სხვა კერძების სართულები გაჩნდა. მერე კი ყველაფერი გაგრძელდებოდა, მთვრალი ხალხით და უღერღილოდ აშლილი  მხიარულებით, ჩვენ კი მანამდე წამოვედით.

  დაძაბული კვირა  იყო, სამსახურში აბსურდული ჩივილებით მოგვაკითხეს, რამაც ისე გამაღიზიანა, თავის შეცდომას ჩვენ, რომ გვაბრალებდა, რაღაც მოხდა, გამოეპარა, ყურადღება მოუდუნდა ხდება, ადამიანები ვართ, გვემართება, თუმცა არ უნდა დამართოდა , ჩვენც არ უნდა გვაბრალებდეს.  

 განტვირთა ძალიან საჭიროა. სასიამოვნო იყო ქალაქ გარეთ გასვლა, ბევრი სიმწვანე, უცხო სოფლის ნახვა და ჩვენი ხალხი, ჩვენი, სოფლის ხალხი, ნაშრომი ხელებით და გახარებული თვალებით. მერე საგანგებოდ გამოპრანჭულები, მოიკრიბნენ მეზობელი ეზოებიდან.

   მთელი კვირა ვამბობდი რა კარგია - თქო შაბათს, სტურმად ვარ მიწვეული, თან სოფელში, სოფლის სუფრა, მასპინძლობა , სიძე- დედაოფალი, ჩვენ მაყარი.

  

   
   
მანქანაში კი სიმღერა არ ჩერდება  ,, ნავში ჩავჯდეთ და გავუყვეთ გზას."

Комментарии

  1. რა კარგი ვიდეოა, სულ შემიძლია ვუყურო წვიმას... რა კარგი დასასრული ჰქონია შენს კვირას. მომწონს, როგორ აღიქვამ გარემოს.

    ОтветитьУдалить
  2. კი, ნიაზია <3 მეც მინდა სოფელში, 2 დღით მაინც, არადა არ მაქვს )) დამპატიჟოს ვინმემ :3

    ОтветитьУдалить
  3. მადლობა ძვირფასებო, ძალიან სასიამოვნო დღე იყო , სულ რომ დამრჩება

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...