К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2015

17 დეკემბერის ამბავი

არ თოვს და ფიფქებს ვერ ვაგროვებ, ხელის გულზე რომ დავიდნო მერე, მაგისთვის.  ცოტა დაღლილი, სევდიანი ვეგებები დეკემბრის დილებს და მისი ცივი ჰაერი არის წამალი ჩემი ფილტვებისთვის. ხარბად ვისუნთქავ, რომ გავივსო, თითქოს, ზამთრის ხასიათით გამოფიტული სხეული. შებუზული თბილ ქურთუკში, ფეხით დავდივარ გაშლილი თმებით , რომელიც  მეტნევა ბეწვის საყელოში და ასე მეკომფორტულება.      მოსაწყენ დეკემბერში მაქვს ჩემი სიამეები, მაგალითად ერთიც, გრძელი ჩოლკების თვალებში ჩამოყრა და ასე სიარული, თვალებ დამალული, ფიქრი რა თქმა უნდა, თეატრში სიარული. ბოლოს ნახული სპექტაკლი იყო ,,საზღვრები"  კ. მარჯანიშვილის თეატრის დადგმა, ქალისა და მამაკაცის სიყვარულის ამბავი, თავად ეს გრძნობა მსხვერპლი გარემო პირობების, ფილმებში და სპექტაკლებში თავგამეტებით თქმული. მეც ისე გართული ვუყურებდი , მთელი გრძნობით ვუცქერდი.   უკვე დეკემბრის შუა რიცხვებია, გასულ დღეებს რაღაცას ვერ ვპატიობ თითქოს, ამიტომ დღეს თითქმის ყველას ვუთხარი: -  იცით დღეს უკვე ხუთშაბათია , ხვალ პარასკევი ...

როცა ასეთი ნოემბერია

     ჩუმად ვარ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდეს, მაგრამ მსმენელის გარეშე დავრჩი . ზუსტად ასე გამოვიდა რა,  ამის წინ რაღაცაზე უცებ აყაყანდნენ და მე, სწორედ ამ დროს, ჩავილაპარაკე , ძალიან მიჭირს ასე რომ გრძელდება ჩემი ცხოვრება, ერთი ხაზივით. მინდა შეიცვალოს რამე და ვერაფერს ვცლი, ძალიან მწყდება გული -თქო, არავის გაუგონია, იმ ხმაურში დაიკარგა ჩემი სიტყვები. მერე ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა . ვერავინ რომ ვერ გაიგო რა ვთქვი .     წვიმა წამოვიდა  და სიცივეც მოიტანა დადგა ქოლგების დრო, ფერადი ქოლგების, ახლა ჩემს  ჭაობის ფერ ქოლგაში, ბოლოებზე თეთრი ხაზები რომ დაყვება,  შებუზული მივიჩქარი სახლისკენ, გზაში არავინ მხვდება , არავინ მაჩერებს  და არც მეკითხება:-  სად მიგეჩქარებაო?  საღამოს ყველა ერთ ოთახში ბუხართან იყრის  თავს და მაინც ყველა თავის სტიქიაშია , თითქოს ერთმანეთისთვის არ ცალიათ.   წვიმს ისევ და შემოდგომის თქეში ჩემს ბეჭებზე ისე გადადის , როგორც მძიმე ჯაჭვი, წვიმის ცრემლების, შეგრძნება მაქვს, წვრილი ძაფების თრთ...

ტარხუნის პეროგი

    ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.  მასალად საჭიროა :  ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად.   მომზადებს წესი       მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომი...

შალომ

    როლფიკა  ახლა 31 წლისაა.  საქართველოდან რომ წაიყვანეს ოთხის იყო, თავის სამშობლოში დაბრუნდა ისრაელში, თავისი სამშობლოდან, საქართველოდან და დღეს იქ ქართველი ებრაელია. ცხოვრობს თელავივში, მუშაობს ბანკში და უკვე მე-8 წელია ცალკეა გადასული, თავის ბინაში. დიდი ხანია ოცნებად ქონდა საქართველოში ჩამოსვლა.    ოცნებაც ახდა და მოვიდა სახლში სადაც მისი ბებია, ბაბუა, დედა, მამა და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ.    -შალომ, გვესალმება, დღიურში უწერია მისამართები, ერთ- ერთი გელათის ქუჩაცაა, რომელსაც  იმ დროს, როცა მისი მშობლები აქ ცხოვრობდნენ,   ჯაფარიძის ქუჩა ერქვა, ტურისტების ჯგუფთან ერთადაა, ქუთაისში სულ 2 საათით, აქედან სვანეთში, შემდეგ ზუგდიდში მიდიან.  უნდა, ყველა ის ქუჩა თუ სახლი ნახოს, სადაც თვითონ და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ქართულად თავისუფლად მეტყველებს, აინტერესებს ყველაფერი, ვინ ვის იცნობდა და როგორ ახსოვთ, უხარია აქაც ზუსტად ის ემოცია რომ ხვდება, რომელიც მასშია, რამაც ჩამოიყვანა ამ ქვეყანაში. მადლობას იხდის, მადლობას, ...

გასული შაბათ -კვირა

       ვეღარაფერს ვწერ, სულ ვჩქარობ, რავიცი სად,  და მიტო.  არავინ არაფერს მეკითხება და მაინც მგონია, რომ პასუხები მზად უნდა მქონდეს , სახლი უფრო ფერადია, ჩემში ვერ შემოაღწია ამ ფერებმა, უფრო დავშორდი დღეებს , დილებს , საღამოებს და მგონია, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაბრუნდება,  დაიწყება ისევ თავიდან , ისევ ჩაირთება ის მუსიკა მე რომ შემიყვარდა  და უაზრო მოგონებების ზღვა უკან დაიხევს.  მანამდე კი  ...    დღეს გზაში მამაო შემხვდა, რამდენიმეჯერ დავესწარი მის აღვლენილ ლოცვას, არ ვიცი, როგორ მიცნო, ალბათ სახის გამომეტყველაბაზე მიხვდა, რომ ვაკვირდებოდი და მომესალმა, თავისებურად, ღმერთმა დაგლოცოსო, მეც მივესალმე, მერე ვფიქრობდი, მისი თავმდაბლობა იყო ეს, გაღიმებულმა  გავიარე ის გზა.    შაბათ -კვირა სოფელში გავატარე, ახლო სოფლები რომ აქვთ და ხშირად, რომ დადიან, ჩემს შემთხვევაში ასე არაა, როცა იქ მივდივართ, ყველაფერი მიგვაქვს და დიდი გეგმის ნაწილი ხდება ეს წასვლა. მერე, ორ სათ ნახევარი გზას ეთმობა,  შაორის...

ერთი ლექსის ორი თარგმანი

   ,, საუნჯელებმა" არ მომწერეს პასუხი, როცა  ფეისბუქის მათ გვერდზე შემთხვევით  წავიკითხე ალექსანდრე ბლოკის ეს ლექსი და   ვკითხე , თუ ვინ არის ამ თარგმანის ავტორი. ,, ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა , უშენობა კი უფრო მაშინებს, სუყველაფერი, რასაც შევხედავ, იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.     გზად აჩრდილები დიან ზმორებით   და მათ თვალებში თვლემის ნისლია,  მე ტაძრის კიბეს მივეკონები,  უკან მოხედვა არ შემიძლია. მეხება ვიღაც, მერე მშორდება, ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები.  ხმა შემომესმა მოულოდნელად  უკანასკნელი დასაფლავების. ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს,  ქრება ტაძარი , არ მოჩანს დიდხანს. მე ვიცი , აქ ხარ, ძალიან ახლოს, მაგრამ აქ არ ხარ , შენ ისევ იქ ხარ."       მე, უფრო ადრე და ხშირად ვიმეორებდი  ამ სიტყვებს ,, მე მეშინია შენთან შეხვედრის , მაგრამ ვერ გნახო უფრო ძნელია."    ჯერ კიდევ სტუდენტები, რომ ვიყავით მაშინ,  ჩემმა კურსელმა, ნანიკომ გადამა...

ყვავილოვანი კომბოსტო

  ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების ეს წესი, საკმაოდ მარტივია.  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და მთავარი მწვანილების სიმრავლეა, რომელთაც უნდა შეძლონ თავიანთ გემოზე გადაყვანა.       მასალად საჭიროა :   საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო,  1 -2 თავი ხახვი,   2 - 3 კბილი ნიორი,   ოხრახუში ,  ცერეცო,  ქინძი ,  მარილი და წიწაკა გემოვნებით. მომზადების წესი     ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და 10 წუთით გავაჩეროთ, დარჩეული, ყვავილოვანი კომბოსტო. ( სასურველია კომბოსტო დაჭრილი იყოს, პატარა ნაჭრებად)   შემდეგ შევწვათ  ზეთში, ასევე ზეთში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთმანეთში კარგად ავურიოთ და საკმაზად გავამზადოთ ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად ჩანაყილი, რომელსაც ასევე ავურევთ ხახვთან და კომბოსტოსთან ერთად, ბოლოს გადავაჭრათ მწვანილები. დავუმატოთ მარილი გემოვნებით.  (ვისაც არ უნდა ცხიმიანი გამოვიდეს კერძი, შეუძლია ხახვი, მოწვის გარეშე დაუმატოს)...

მაკარონის სამარხო სალათი

       მაკარონი,  აქ მთავარი ინგრედიენტია, ამიტომ ეს კერძი მათვისაა ვისაც ის უყვარს, მე სწორედ მაკარონის მოყვარულთა რიცხვს ვეკუთვნი.  მასალად საჭიროა : 100 - 150 გრამი მაკარონი, 2 -3 თავი, საშუალო ზომის, კარტოფილი, 200 გრამი სამარხო მაიონეზო , ერთი კონა ცერეცო , ერთი კონა მწვანე ხახვი, გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა მომზადების წესი    ღუმელზე დავადგათ წყალი მცირე ზომის ქვაბით, როცა ადუღდება ჩავყაროთ ცოტა მარილი და მაკარონი, ასევე ცალკე მოვხარშოთ გაფრცქვნილი და მცირე ზომებად დაჭრილი კარტოფილი.  მოხარშვის შემდეგ,  დავჭრათ მცირე ზომებად კარტოფილი და მოვათავსოთ თეფშზე, დავუმატოთ მაკარონი და წვრილად დაჭრილი მწვანილი, გემოვნებით შევკმაზოთ მარილით და შავი წიწაკით,  ბოლოს მოვასხათ მაიონეზი, თან კარგად მოვურიოთ.  რჩევისთვის: კერძის მირთმევა შეიძლება პურის გარეშე, არის საკმაოდ ნოყიერი. მას, ძირითად გემოს მატებს  მწვანი ხახვი და ცერეცო. Bon Appetit  

არაფრის მთქმელი, ყავიანი პოსტი

შაბათი დილის პოსტი , ყავასთან დამეგობრების.  მისი არომატით გაჟღენთილია ეს დილა.  ფოტოები , მხოლოდ ყავის.  ყავის დილიან და ყავის საღამოიან დღეებს შორის, ყავის შუადღეები და ყავიანი შეხვედრებია.  ყველაფერი მაინც მისით  იწყება , დილაც, ურთიერთობაც , მერე გეკითხებიან : - უკვე ყავაზეც დაგპატიჟა?     ელოდები და როცა მოიტანენ გრძნობ, რომ თითქოს უხერხულობა გაქრა, რაღაც შეივსო ან უბრალოდ დაგეხმარა, რადგან ზოგჯერ მას თვალს არიდებ და მისკენ აპარებ , ფინჯანის კედლებს ეთამაშები, მერე ტუჩთან მიგაქვს და სადღაც, დროის ამ მონაკვეთში, ატყუებ და ნამდვილ განცდებს იპარავ , რომ დამალო, ყავის ფინჯანში ჩამალო, ღრმად, ფსკერზე ჩაუშვა.  იქნებ მერე ამოქექო კიდეც , ახლა კი ...  ზოგჯერ კი, ყავის ფინჯანით ხელში, ოთახებში დადიხარ, ფიქრებით :  დღეები მენანება , რადგან ცარიელია.  რაა ეს,   უხილავი ძაფები, რომ ვერ მოვიშორე ,იხლართები.  საათის წიკწიკიც არ წყდება , მიყვარდეს მაინც, მისი  მოსმენა.

ჩიტების დევნა

  სალონიდან მოვდიოდი,  დავინახე ბავშვები დასდევდნენ პატარა ჩიტებს , მინდოდა მეთქვა და გულში გავიფიქრე: ბავშვებო, ნუ დასდევთ ამ ფრთხიალა ჩიტებს, მათ  მაინც ვერ დაიჭერთ!  თუმცა მათ ეს დევნა უხაროდათ.    გზადაგზა მაღაზიების ფანჯრების ანარეკლში ვხედავდი   ახალ ვარცხნილობას, ოდნავ მოკლე ,, კარეა", უკან აჩეხილი, წინ სწორი.  თმას თუ გადავიწევ, უფრო ლამაზად დარჩება.    მომწონს და სახლშიც სარკეში,  ჩემს თავს ვუღიმი,  ვფიქრდები, ბოლოს გულიანად როდის ვიცინე ?    მახსენდება,  იყო ერთი-ორი სისულელე...    ყავა დამეღვარა და მწვანე ხალიჩა მოირთო ნალექის მირაჟებით, ვათვალიერებ ზოგი ცხენია, ზოგი ყვავილივით გადაშლილი ან გედი, არ ვიცი.     არასოდეს ვაკეთებ ამას, არასოდეს ვაბრუნებ ყავის ფინჯანს და მის გამხმარ ნალექში მომავლის ჭვრეტას არასოდეს ვცდილობა. ერთი მიზეზის გამო, მარჩიელობაა და ეს ცოდვაა.     ადრე, სტუდენტობისას, ერთხელ ვიყავი მარჩიელთან, პატარა გოგო იყო, სკოლის მოსწავლე, დარაბ...

მელოდიები

ზღაპრულ მელოდიებს დავაბრალებ ფიქრების აშლას!     გადავწყვიტე აღარ ავყვე ფიქრებს და მივყვე დინებას .  ბრძოლა უნდა შეგეძლოსო! ზოგი ისე ცდილობს საწინაღმდეგოდ იცუროს და თავის გადასარჩენად ნაპირზეც აღწევს.     თუმცა გამომეცალა ხელიდან, თითქოს, ყველა ნიჩაბი და აღარა მაქვს ძალა, რომ მოვუსვა.   პესიმიზმს აღარ ავყვები ალბათ და ოპტიმიზმისთვის ვიპოვი მელოდიებს.  რიტმულ მუსიკას გავიგონებ, რომ ვიხალისო.  გასულ წლებს უკან მოვაბრუნებ-თქო, ვერ შეგპირდებით, მაგრამ აღარ გავეკიდები თითოეულ დღეს და ვიქნები ყოველი დღით ახალის მომსწრე!    ბევრის მნახველი და ბევრის შემსწრე მე არ გამხვდარვარ, თუმცა მაინც მაქვს ერთი კალათი, სადაც ვაგროვებ სხვადასხვა დღეებს, წუთებს და წამებს, მოსაგონებლად, გასახარებლად ხან გულსატკენად.    ზღაპრიდან ამოკრებილი დღეებით კი აბა ვინ ცხოვრობს?! ეს მუსიკა კი ზღაპრულია, აბა რა არის ?!