К основному контенту

Сообщения

ნოსტალგიური

    დღეს ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ. ისე, ვფიქრობ,  ბევრი მხიარულების მერე, ზოგჯერ, ეს კარგიცაა.  ცოტას დაფიქრდები, შიგნიდან გათბები,  მოკლედ მინდა ნოსტალგიის ლამაზი მხარეებიც დავინახო.      ხვალ მეგობარს ვაცილებ, რვა წლის შემდეგ ერთი თვით ჩამოსულს, ევროპის ერთ კარგ ქვეყანაში, სადაც ქმარი და ერთი შვილი ელოდება. ვაცილებ  გაურკევევლი ვადით და წლების შემდეგ, მაინც შეხვედრის იმედით.  მეორე შვილი თან ახლავს, რომელსაც ვიცნობდით, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით. საოცარი ადამიანია, ერთდროულად აქაურიცაა და იქაურიც. თბილი, მომღიმარი, როგორც ევროპელი, პრაქტიკული და სეირნობის მოყვარული, ხუთი წლის ქალბატონი ბრძანდება, ძალიან ლამაზი, ინგლისური სახელით - ემილი, რომელსაც დედის დაწყებული საუბრის გაგრძელება უყვარს, გატეხილი ქართულით. კიდე ჩახუტება და ვერ ეგუბეა ,,ჯორჯიას" ყველს. ჩემი მეგობარი კი სულ არ შეცვლილა, რაც იყო ისევ ისაა და ეს მახარებს ძალიან. ახლა, როგორც თვითონ ამბობს, გამთბარი მიდის. მიიღო რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა, აქაური სითბო, ყურადღება,...

მოკლე წერილები

   ახლა რომ შემეძლოს შენზე ფიქრი,  ბევრს ვიფიქრებდი, მაგრამ სხვა ამბავია,  ახალი წლის მეოთხე თვე დაიწყო, არა ეს შენ არ გეხება, რადგან შენ, მხოლოდ ერთი თვეა რაც გაგიცანი, მგონი ჯობია სიტყვა  გაგიცანი ვთქვა  ბრჭყალებში. არა თვეც არ არის, ხუთი რიცხვი იყო, ასეთ სიტუაციებში ციფრების დამახსოვრება მახასიათებს, ჯერ წესიერად სად გიცნობ.     გაცნობა  - შვიდი ასო -ბგერისაგან შემდგარი, სამ მარცვლიანი სიტყვა, ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან არა ერთხელ მითხრეს უკვე:   - ნუთუ ვერავინ გაიცანი?! თავისებური ინტონაციით. რაზეც თავიდან მეღიმებოდა, მერე მეცინებოდა, ახლა აღარ ვიცი.     ***     სამშაბათი-  არაფრით გამორჩეული დღე. შენ ესეც არ გეხება, მაგრამ მაინც. რამდენიმე ზედა მოვიზომე,  მაღაზიაში ზრდილობიანმა გამყიდველებმა გამაოცა, ჩვენთან ხომ მომსახურების კულტურა ძალიან დაბალია, ვერცერთი ვერ შევარჩიე, ,,არ წავიდა" ზომა და სტილი.    ჩემში არსებული, ,,მშვენიერება სულისა" მინდა ვინმემ დაინა...

დრო

     გუშინ რამდენჯერმე შევხედე საათს, ჩემს ტელეფონზე, ერთხელ დრო  16: 16 იყო , მერე 21: 21 , რა წყვილი ციფრებია-  თქო გამეცინა, დღესაც,  რომ ვნახე 13: 13 იყო.     ცრუდ მორწმუნე არ ვარ, თუმცა გამკრა გულში, იქნებ სასიამოვნოს მოლოდინია -თქო.    რწმენა, ისე, რა მომენტია არა ? ზოგჯერ რაღაც ისე გჯერა,  რა  ძლიერაც ირწმუნებ, იმ ძალითვე ახდება.    დღეს წვიმს და მარტს,  რომ უყვარს,  სიგიჟეა ეს მისი, ისეთი ამინდია, ტელევიზორშიც,  მხოლოდ პროგნოზს ველოდი თითქოს, მთელი დღე. მერე მივხვდი, რომ ეს,  სულაც არ მაწუხებდა. სულს,  სულ სხვა რამ მიფორიაქებდა.         დღის მანძილზე  დაკარგულ მოსვენებას ვავსებდი, სარკეებს ვწმენდდი, საღამოს კი აუტანელი გახდა სიმშვიდე, რომელსაც არავინ არღვევდა, მე მინდოდა ერთი ბილეთი, ბოინგის და შორს გაფრენა,   სადმე, დიდი ქალაქში და ჩაკარგვა. ოღონდ ყოველგვარი დამშვიდობებისა და გაცილებების გარეშე. სულ, სულ მარტო რა სიამოვნებით გავივლიდი რ...

სიყვარული ბრჭყალებში

    ჩვენ ერთმანეთს სიტყვებს ვუსწორებთ.    დავცინით?    არა, არ დავცინით,   ისე ვუსწორებთ,  სახალისოა,    სხვადასხვა კუთხემ ასე იცის.    ის შორსაა,  მეც მისგან.    ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობს ჩვენ შორის დიდი და გრძელია.    გზა?  არც ისეო, თვითონ თქვა, რა უნდა,  ორი საათის სავალიაო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, გზა, ზოგჯერ ახლოც კი, შორს გეჩვენება, როცა სხვა ქალაქს, სხვა გარემოს და სხვა ფიქრს გიძრავს.    პირველად ვუთხარი  გუშინ, სად დაიკარგე-თქო, ვითომ აქამდე სულ ერთად ვიყავით. მერე, კიდე, დავიჭირე ჩემი თავი, როცა ვწერდი,  ამ დილით ძალიან საყვარელი იყავი -თქო, ვითომ დილით ნახული მყოლოდა.    აღარ დაურეკავს და ველოდი, ყოველ წუთს ტელეფონს დავყურებდი, არაფერი გამომეპაროს -თქო.    აივანზე თაფლიან ჩაის,  რომ შევექცეოდი,  ვიხსენებდი  თავიდან, როგორ მეზარებოდა მის სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, რას მირეკავს -თქო , რა უნდა მეთქი ვფი...

გაზაფხული ფეხაკრებით მოვიდა

მარტმა კი დიდი ფიქრი გამანდო ,  ყვავილებს ვერ უმხელს თუ როგორ უხდებათ ფერადი კაბები და რომ მას  აღაგზნებს. მე კი, ჭორიკანამ,  თავი მოვჭერი მარტს,  ასე საქვეყნოდ   და თქვენ გიყვებით საიდუმლოს, გულში რომ ედო,  თქვენ,  ხომ არ უმტყუნებთ გაზაფხულს , რომელმაც ასე შემოსა და მარტთან გააგდო თავნება ქალივით  ია და ენძელა თუ ნაზი ზამბახის ყვავილი,  სულ  თოთო ვარდივით, ახლა წამოზრდილი?  მე არა.   მარტი კი არ ინდობს,  სულ ცეტავს,  დღეს მზეს ჩუქნის, ხვალ კი ფანტელებს წამოუშენს და ყინვით  გათოშავს, გალუმპავს , რომ მეტად დაითმინოს ის გულის წადილი,  ზღვასავით დიდი და ქარივით ძლიერი,  მის გულს, რომ ზედ აწევს, პატარა ყვავილი. 

ტყუილ - მართალი

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე  ,,სიმართლეზე მაღლა სიყვარული დგას" - ეს სიტყვები მოძღვარმა იქადაგა წირვაზე.     მომეწონა და გულზე მომხვდა. მართლად მივიღე.    ,,თუ იცი, რომ შენი სიმართლე გულს ატკენს ვინმეს, სიყვარულისთვის სჯობია დამალო იგი". ასეთი განმარტება მისცა მას. სიყვარულისთვის ტყუილი გაამართლა მამაომ, ვიფიქრე, მეტი რაღა თქვას- მეთქი.     მე კი ვიცი,  რომ ქალებს გვახასიათებს ერთი  თვისება, ძნელია ჩვენი  მოტყუება, უბრალოდ შეიძლება გინდოდეს და თავს იტყუებდე.      ბევრი ტყუილი მომისმენია და ზოგჯერ არც მიფიქრია პირში შევატეხავ სიტყვას- თქო, მერე ჩემთვის გამცინებია, რაგდან მე ისეც  ვიცოდი სიმართლე ან მივხვდი მის აბსურდს.    ნეტა რა უფრო სწორია, მიახვედრო, რომ მიუხვდი თუ ბოლომდე დარწმუნება მისი ტყუილით თამაშში, რომელიც შენს წინაშე წამოიწყო და თავს გახვევხს.  ძნელი სათქმელია, ალბათ ორივეს დროა ზოგ-ზოგჯერ. საკუთარ თავსაც ხომ ვატყუებთ, როცა გვგონაია, რომ გვიყვარს ...

კედები და კიდე ჰობი

  მინდა მქონდეს ლურჯი კედები. სინამდვილეში გული მწყდება  იმაზე,  კედებს რომ არ ვიცმევ, კედები და გრძელი კაბა ან მოკლე კაბა და კედები ...    მოკლედ ხო ...   თუმცა კიდე იმდენ რამეზე მწყდება გული ...   თუმცა მაგაზე სხვა დროს იყოს.    და სევდა, მგონი რაღაც მომენტში, გჭირდება, რომ უფრო ,,სხვანაირად"  დაფიქრდე ყველაფერზე.    თეატრში მინდა წავიდე. საოცრად მინდა სპექტაკლის ნახვა, ისე ძალიან მაქვს ეს სურვილი ინტერნეტში სულ ვეძებ და სხვადასხვა სპექტაკლებს ვნახულობ ,,იუთუბზე", თან გული მწყდება, ისე რომ არ არის ჩვენს ქალაქში, ხალხი ითვლიდეს რომელი დადგმა არ უნახავს და რომელი ნახა ან ახალ აფიშებს  დიდი ინტერესით აკვირდებოდეს, ,პრემიერებზე ანშლაგები იყოს.  თეატრი პოპულარული არ არის დღეს, სამაგიეროდ სავსეა რესტორნები და იქ საკუთარ სპექტაკლებს დგამენ ქართველები.   აფიშებს ვათვალიერებ  და უფრო და უფრო ვხვდები, რომ მომწონს ასეთი რამეების შეგროვება.   დღეს კი ხატიას  დაუდევს ჩემს მაგიდაზე ერთი მარკა,...