К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2011

1937

  ,,ტყიბულის რაიონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმზომად შემავიწროვონ რომ მღვდლობას თავი დავანებო მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება  ექვსი სულისგან :მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები 1)ვარდიკო 8 წ. 2) ქეთევანი 5 წ. 3)დავითი 4 წ.  4)გრიგოლი 3 წლის.    ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის  რაიონის მთავრობამ "    წერს სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვედი აპოლონ ჯინჯიხაძე, რომელიც, ასევე, მღვდელმსახურებას იმ სოფლებშიც ასრულებდა სადაც, მოძღვარი არ იყო .    ეს ის ავბედითი, კომუნისტური წლებია, როცა  რწმენა დანაშაულად ითვლებოდა. ,, ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი ... ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით  დაბეგვრის 726 მანეთი სულ 1089 მანეთი. უწყების  ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1)ტაშტი ,    2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი მეტი აღარაფერი დამრჩენია...
  თითქმის ღრუბლებთან ,  უფრო ახლოს  ცასთან... დიდა ბოშო რა ლამაზია ამ მთის თუ იმ მთის გადაღმა რაჭა.  ჰაერი სუფთაა , წყალი კამკამა. ვდგავარ ეზოში და მთები დევებივით მადგანან თავზე.  ცა კი ციმციმებს და ფრთილა ღრუბლები, ნაირ -ნაირ ფორმას რომ იღებენ, სადღაც შორს მიერეკებიან ...    თითქოს ისინიც ტოვებენ რაჭას ...  დაცლილ სოფლებში,  ერთმანეთის იმედად შემორჩენილი მოხუცები, გზას აღარ გაჰყურებენ, მათი „მონაგარი“  უკვე გადაბარგდა . ზაფხული მიილია.  შვილიშვილებისა თუ შვილთაშვილების ჟრიამული მიწყდა.   მთიდან მონაბერი გრილი სიო , მხოლოდ რამდენიმე მოხუცს თუ უშლის თმასა და კაბის კალთას. უმიზეზოდ მიაძახებენ ერთმანეთს, უფრო შეხმიანებისათვის, ამბის გასაგებად.    მენანება დაცლილი სოფლები. ცარიელ სახლში შესვლა რა ცუდია  და ვფიქრობ როგორი იქნება 10 , 15, 20  წლის შემდეგ აქაურობა? . ნასახლარები მომრავლდება , ცხოველები უფრო შემოეჩვევა სოფლებს და ზამთრობით, სულ დაცლილი, მგლების ბუნაგად გადაიქცევა ? ...

იმიჯომანია

    პოეტირად                       იუმორით (ვითომ ლექსი ,ვითომ პოეტისაგან) რაღაცნაირად, ,,პოეტურად “ გათენდა დილა, ( რაღაცნაირი,   პოეტური იდგა ამინდიც ) მივდივარ,   ქუჩას მოუყვება ვიღაც ,,პოეტი “ და უფრო, მსგავსად „პოეტების“ ადგამდა ნაბიჯს. კიბის კუთხეში, (როგორც   სჩვევია თ ) ჩამოჯდა   კრძალვით და ისევ ისე ამაყად   ეჭირა თავი. გააბოლა და წამს შევატყვე, იყო „პოეტი“ სულით   და უფრო იმიჯით მოჰგავდა მაინც. მეცნო   და თითქოს  ვერ ვიხსენებ ? არის პოეტი?! მაშ ქუდი ასე რად ახურავს, გვერდზე მოქცევით? ცხოვრება უფრო იმიჯებით გახდა საზომი. მეც მიკვირს, ისე დავაბიჯებ საზომ– საზომით და პოეტებსაც კი   ვცნობ ასე, აწონ– დაწონით, რაღაცნაირად, პოეტურად იმიჯ – გაზომვით.

,, ლივლივა"

   ძველ დღიურს გადავავლე თვალი საიდანაც, ასე, ალეგორიულად რომ ვთქვა, ზღვის სუნრელი ამოვარდა.  მეამა...     გამახსენდა შარშანდელი ციხისძირი , მაგდანა და მერი, ზღვასავით ბობოქარი ქალები მე და ნათი ვიყავით მარტო და ბევრი საინტერესო ისტორია... თვალუწვდენელი ლურჯი  ,, ლივლივა",  პლაჟი სადაც თითო ოროლა დამსვენებელი თუ გამოჩნდებოდა, იქვე შემწვარი ხამანწკები ,რომელთაც ჩვენი საყვარელი ,, სკალებიდან"  იღებდნენ იქაურები, ცეცხლს დაანთებდნენ შეწვავდნენ და ჩვენც მიგვიწვევდნენ, მერე ისევ ზღვაში ამოზრდილ ამ დიდ ქვებს უბრუნდებოდნენ და გაუთავებლად ხტებოდნენ და ხტებოდნენ იქიდან...  ნათიც იღებდა და იღებდა თავისი საყვარელი MEN - cenon-ით.   შემიყვარდა იქაობა, ეზო, სადაც მეზობლები მუდამ ფუსფუსებდნენ, ასეირნებდნენ შვილიშვილებს ერთმანეთს ებაასებოდნენ თავიანთი საყვარელი კილოთი ,,რაფერ  ხარ ცა?"  ევკალიპტების ჩრდილით და სურნელით სავსე გარემო ... ყვითელი ავტობუსი და გზა ბათუმამდე  თავისი სასაცილო ისტორიებით და საინტერესო ტიპაჟებით-ადამია...

წვიმის წვეთები

ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთებია, ჩემი ფანჯრის მინებზე. ცრემლებს გავს... ჩემს ცრემლებს არა ,ზოგადად ცრემლებს. თუმცა, რატომ მრცხვენია ?! ტირილი თუ არ შეუძლია ადამიანს და... კი, შეუძლია და თანაც ხშირად, ოღონდ მაშინ უფრო, ალბათ თუ ფიქრობს, მე ახლაც ვფიქრობ ... და მიტირია კიდეც ... christophe-jacrot ბავშვობაში, მეზობლის ძაღლმა რომ მიკბინა, რა გულიანად ვტიროდით მე და ჩემი ძმა. მიტირია ვიღაცის უბედურებაზე, შემცოდებია და ... წიგნის შინაარსზე, მის დასასრულზე. კინოს სიუჟეტზე . მოგონებებზე მიტირია "რაღაცნაირ" ,მარილიან მოგონებებზე, ბავშვობიის დღეებზე, მონატრებაზე . კიდე, გამხარებია ძალიან და მაშინაც... ბებოზე, იმ ქვეყანაში რომ გადასახლდა. შეცდომეებზე, მევე რომ მატკინეს გული, სხვის თუ საკუთარ შერცდომებზე. მეგობრის გამოც მიტირია . ოღონდ, სიყვარულის გამო არასოდეს მიტირია იცით... ალბათ, შეყვარებული ჯერ არ ვყოფილვარ .

გასული კვირა დღე

           მზე, იყო ცხრავე თვალით გამოსული და სულ არ იშურებდა სხივებს ,აფრქვევდა დედამიწას დაუნანებლად ოქროსფერებს. გულშიც თბილოდა , მეგობრული გარემო იყო, მსუბუქი და თავისუფალი. ლაპარაკობდნენ თავში რა აზრიც მოუვიდოდათ, დაფიქრების გარეშე და იყო ჩაბჟირებამდე სიცილები....                  მი ზეზიც  ჰქონდა იმ დღეს,  და არც თუ პატარა ,  ძალიან ლამაზი და   ყველას რომ გვაერთიანებდა ისეთი. ცოტა უცხო და ბევრისთვის უჩვეულოც, ალბათ, რადგან ფოტოგრაფების დაბადების დღეებს იშვიათდ თუ აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში, იხსენებენ, უფრო ახლოს ეცნობიან მათ შემოქმედებას , აი ასეთი დღეა ის ჩვენთვის.       ეს კონკრეტული დღე კი , ანუ 2011 წლის 27 მარტი ედუარდ სტეიხენს ეკუთვნოდა. დახვეწილი ფოტოგრაფია და არა შემთხვევით შერჩეული მომენტები, არამედ ფოტოსთვის დადგმული სახეები. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მე მისმა შემოქმედებამ.  სტეიხენი მხატვარია და ის ა...

ერთ კადრში გადმოცემული მთელი ცხოვრება

სვავი ჩასაფრებია პატარა ზანგის გოგოს რომ შეჭამოს ... ფოტო ამაზრზენია . ადამიანს , როგორც ცხოველს, ისე ეპარება მტაცებელი ფრინველი . ცხოვრების ეს სინამდვილე, ცნობილი ფოტოგრაფის კევინ კარტერის ფოტოზეა ასახული ,რომელიც სრულიად შემთხვევით წააწყდა შიმშილით მომაკვდავ ბავშვს, ფოტომ გადმოსცა გაჭირვება და " შიმშილი სუდანში ". 1993 წელს გადაღებულ სურათში ავტორმა ერთი წლის შემდეგ , ცნობილი "პულიტცერის " პრემია მიიღო და დიდების მწვერვალზეც აღმოჩნდა . ფოტო ყოველთვიის ააღელვებს მნახველს ,მასზე დრო ვერ იმოქმედებს ... 13 სექტემბერი ავტორის იუბილეა ,მან 1994 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. წერდა ჟურნალი Time "ადამიანი, რომელმაც ძალიან წყნარად მომართა თავისი ობიექტივი, რათა გადაეღო პატარა ბავშვის ტანჯვა _ მეორე სვავია". თუმცა ხელოვნება, ნაწილობრივ მაინც , მოითხოვს მსხვერპლს ავტორისგან... ისინი ცდილობენ, კადრში გადმოსცენ მთელი ცხოვრება ,ფოტოებით ისაუბრონ, ხასიათები, ემოციები, გრძნობები სურათად აქციონ და ასე გამოხატონ თავიანთი თავიც. ფოტოგრაფ...
სევდა არ მეშვება ... გველიც ალბათ სიძულვილია. თვალი არ შეცდება შეაფასოს თეთრი და შავი... გველი მგონი არც მენახა აქამდე. ღია, ღია კარიჩნი იყო და უფრო მუქი ზოლები დაყობოდა რგოლებად. ვერ შევძელი ჩამეხედა თვალებში, მისი სიბრძნე მომეპარა ... ჩემსკენ იწევდა და მე გავიქეცი . მართლა, არასოდეს მინახავს გველი, თუმცა, ასეთი ფერის წარმოდგენილიც არ მყავდა.მას, დიდი ხნის წინ, უარყოფილი ანგელოზი ჩაუსახლდა ,ეშმა. მას შემდეგ ერთად დადიან, ოღონდ ხანდახან  ტოვებს გველს და უამრავი ბოროტების სახით, ჩვენსკენ მოიწევს. ეს,  მაშინ, როცა გველი წყალში ჩადის. წყალში კი გველი, როგორც ჩანს, ხშირად ჩადის!

ოცნება

შენ ჩემთვის მზე ხარ, სხივივით ნათელი. სამყარო მთელი ჩატეულა შენში და ჩემს გვერდით ამომდგარა. შენ ფიქრი ხარ ჩემი , ვარდისფერი და ცისფერი ოცნება. მზერაა შენი ჩემში და სამყაროს შენი თვალებით უმზერს. რა გტკივა ახლა ან რა გაგახარებდა ყველაზე მეტად? ამ კითხვას მე არავის დავუსვამ . ეს ისეც ვიცი. ვიცი რა ფერი ჭარბობს ახლა შენში და შიგნიდან ასხივებ. Добавьте подпись ვიცი რა დიდია მიზნები , რომელთაც მიელტვი და ოცნებები მირაჟივით გადმოდის ციდან... არ გამებუტო , როცა რამეს შენში ვერ ვამჩნევ... არ დამენდურო, როცა გული სავსეა შენით... მე ხომ შენში ვარ და შენ , ასე დიდს, ვეღარ გწვდები... და მაპატიე, როცა სიტყვა ვერ ამბობს სათქმელს... როცა გული ვერ იტევს გრძნობას... როცა თვალებში ჩამდგარია თვალები შენი... და მაპატიე თუ კი შემიყვარდი...
განა გრძნობებით ვთამაშობ?! დიდი ხანია დამთავრდა . ახლა ფიქრი ვარ, ნამდვილი და შენი სუნთქვის ამარა, დავრჩი ... მოგელი... არ ჩანხარ... დღეს, უფრო ფრენა მინდოდა , ცას კი, ღრუბლები არ აჩნდა. დღეს, უფრო ცაში ვიყავი და შენი სუნთქვა დამაკლდა.

ცა და ფიქრები

გული უნდა გქონდეს ცასავით კრიალა ,სული სულ მთოლვარე... ცას გავს ადამიანი, ფიქრი ღრუბელივით მოდის და მიდის... უცებ, რომ მკითხავენ, ვინ ხარო ? ვიბნევი. და პირველი რაც მოდის პასუხად ეს არის –ადამიანი, თუმცა ეს პასუხი, სულაც არ აკმაყოფილებთ. ადამიანობა კი, ცოტა არაა, ბევრს ითხოვს , რთულია ადამიანობა ...ცხოველს არ უნდა დაემგვანო , მასთან ისეც ახლოს ხარ ,აზროვნება უნდ შეძლო ... არა და მარადისობის კანონი ხომ, უკვე გამოიგონა ნოდარ დუმბაძემ. მისი ფორმულა კი ასეთია :"ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე სხეული ,იმდენად მძიმე რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია ,ამიტომერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ ,სანამ ცოხცხლები ვართ,რომ იმ ერთის გარდაცვალების მერე მარტონი არ დავრჩეთ!'" ნოდარ დუმბაძის მზემ კი თქვა:"გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით. "და უცებ ამოვიდა მზე-ლამაზი ,მაღალი, თბილი, ოქროსფერი, ცოცხალი, და მაცოცხლებელი. თქვა თავმდაბალი სალამი, მერე გაიღიმა , გაიცინა , გადაიხარხარა , და აშრიალდა ტყე, აყივლდა მამ...

სევდა მაქვს

ბავშვობის ფერი თმებივით, დამცვივდა წლები... ადრე მოყოლილი ზღაპრებივით, გაქრა იმედები ... მოწმენდილ ცაზე გაჩნდა ქუფრი. ღრუბლები შეეჯახა ერთმანეთს და წვიმად გადაიქცა. მოკლედ, ზღვამ და ცამ გამინაწილა... და მარტო მიმაგდეს, მაგიდის კუთხესთან, სადაც საფერფლე ნესტოებს წვავს... ყველას საქმე გაუჩნდა და საქმიანი გახდა გარემო. ყველას, ჩემს გარდა... უზომოდ მოსაწყენია, პატარა ქალაქში ცხოვრება, სადაც ყველა - ყველას იცნობს და სადაც, მხოლოდ ნაცნობი გარემოა, ნაცნობი სახეებით და ნაცნობი ჟესტებით. სიამოვნებით გადავსახლდებოდი , რომელიმე დიდი ქვეყნის, დიდი ქალაქში. წასაღებად გადავარჩევდი, ნივთებსა და მოგონებებს. მეყოლებოდა სამი ან ორი , ახლად შეძენილი მეგობარი, გაბნეული, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში. თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და ახალ ფეხადგმული ბავშვივით, ვისწავლიდი ურთიერთობებს , რომ აღარავინ მომატყუოს. მაგრამ... მოსაწყენია პატარა ქალაქში ცხოვრება... და თუმცა , ვინ იცის? იქნებ ასეც მოხდეს!

ძველი გემო

ულამაზეს ბარათაბს ვკითხულობ, ძველებს, უკვე გახუმებულებს . თუმცა, ჩვენს ძველ ალბომში, საპატიო ადგილს იკავებს, მაინც. ბავშვობიდან მიყვარდა მათი, ლამაზი, ნახატების თვალიერება , ახლა კი სიტყვები გახდა უფრო საინტერესო, ემოციებით დატვირთული. აქ ხომ ემოცია "სმაილით" არ არის გამოხატული, არამედ კალიგრაფიით, აღელვებისას ოდნავ აჩქარება ეტყობა ნაწერს ,სუნთქვაცაა თითქოს ჩაყოლილი. მიყვარს ძველი ალბომები, ძველი ბარათები... ამ ბოლოს, დამჩემდა, სტუმრად რომ მივდივარ , უკვე უნებლიეთ ვითხოვ, ძველ ალბომს და ფოტოებთან ერთად გახუმებულ წერილებსაც ვეძებ , თან ვიცი, რომ აუცილებლად შემხვდება აჭრელებული მარკებითაც კი: "გილოცავ ახალ წელს დაესწარი მრავალს ,ეს წელი ყოფილიყოს შენთვის სიახლის მომტანი..." ან კიდე :'გილოცავ გაბედნიერებას...' გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ უღრუბლო ზეცას , მშვიდობას კეთილ მომავალს , ჯამთელობას და ა.შ. და იცით ისინი შეიძლება 30 ან 40 თუ 50 წელსაც კი მოიცავდეს .ეს ნაცნობობის, ახლობლობის,სიყვარულის 30,40,50 წლებია... ნოსტალგია შემომაწვა, ძველი დროის ...

ლეკსიკო-გრაფია

სიტყვასთან ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს. (ნაწილობრივ პროფესიის ბრალია) ბოლო დროს,  დავაკვირდი,  რომ მათი ამოჩემება დამჩემდა. მაგალითად სიტყვას- გასაგებია ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით, როცა ვამესიჯებ, მოკლეა და ლაკონურად ვაგებინებ ვისაც ვწერ, რომ ყველაფერი გასაგებია. უსუსური- როდის შემიყვარდა სიტყვა უსუსური? როცა მოვისმინე ფილმში "შერეკილები": "ოხ,რა უსუსური შეცდომაა" რა კარგად არის ნათქვამი , არა? შეცდომაც შეიძლბა თურმე, იყოს უ ს უ ს უ რ ი. რას გამოხატავს სიტყვა- მაშასადამე .ნეტა ვინ არის მაშა? მაგრამ , რომ არა გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები"კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა "და იქ მოყვანილი ეს უფუნქციოდ დარჩენილი სიტყვა: "და დავრჩი, როგორც სიტყვა მაშასადამე" ალბათ, მეხსიერებაში არც ჩამჩებოდა, ასე ხშირად რომ მახსენდება და გულში ვიმეორევ და დავრჩი ,როგორც მაშასადამე. ახალი ქართული კი თავისას გვთავაზობს :"ვახ, რა მაგარია" და იქნებ რბილია ... მოკლედ უმაგრესია რა... ან კიდევ სიტყვა- უ ძ ა ლ ი ა ნ ე ს ა დ , ისე მომენატრე უძ...
"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო" დაჭკნა ვარდი,მისი სხეული,მისი სახე აღარ იყო ფითქინა, თითქოს აღარც ისეთი თეთრი, როგორიც ახალგაზრდობისას. სახეს ნაოჭები შეეპარა. თვალის უპეებს ბევრი ფიქრის კვალი დაეტყო. ფიქრებში უყვარდა, ეტრფოდა... ფიქრებში დედაც იყო, ძალინ კარგი დედა. გამგები მოსიყვარულე... თვალებში ეწერა ეს ყველაფერი.თვალები ამ ტკივილს ვეღარ მალავდა. ბავშვობაში, უფრო, დედა-შვილობანას თამაში უყვარდა თურმე.თვითონ იყო დედა, შვილები კი მისი ლამაზი თოჯინები. ცხოვრებაში კი დრო, როცა დედა უნდა გამხდარიყო, გაეპარა... ქალში ხომ, ყველაზე მეტი, დედა ჭარბობს!

დღეები უშენობის

მგონი, ვეღარ შევძლებ, ვეღარც ერთი, სიტყვის დაწერას ... მგონი, გამექცევა ფიქრები და კალამი გამშრალი იქნება ამ დროს! სხეულში კი სისხლი დაშრება უსიტყვობით. სულ არ იდარდებს, რომ მერე, მევე არ დავაბრალო: ეს ასე მოხდა, არა და ამაზე წინასწარ დამიწერია კიდეც -თქო. ისე გაიყინა ყველაფერი, ემოციები დაიცალა და გული თითქოს აღარ ძგერს, ისე გაუჭირდა ატანა ამის! სამაგიეროდ, დრო ფეთქავს , მიჰქრის ... ვინ შეაჩერებს დროს... ვინ ბრიყვი... დროს კი ვერ მიაქვს ვერაფერი, ვერ ასწრებს, არ ვატნევ , მხოლოდ დღეები უშენობის... მერე მოხვალ და გვიან იქნება ... არ დაიჯერებ. იტყვი რატომო? პასუხები, ჭრელი ქსოვილივით, მძიმე იქნება მოსასმენათ. მაინც ვერ გაიგებ და წახვალ გულმოსული.