К основному контенту

იქამდე შორია

   
   მახსოვს  ვიწრო გასასვლელი ზღვამდე, სილიანი პლაჟი და მერე საოცარი ზღვა, მის მერე რომ ვეძებ იმ ზღვას, იმ განცდებს, რომელიც  ბავშვობაში ჩამრჩა და იმ სოხუმში.
თვითონ სოხუმი არ მახსოვს, საერთოდ ვერ ვიღდგენ გონებაში, მხოლოდ ოთახი სადაც ვცხოვრობდით და ზღვისკენ ვიწრო გასასვლელიანი ადგილი.
 ადგილს, სადაც ჩვენ ცვხოვრობდით, კელასური ერქვა.  
                                                                    

  ბაბუაჩემის ძმა, რომელიც გეოლოგი იყო და იქ მოღვაწეობდა ზაფხულობით გვმასპინძლობდა ხოლმე, თვითონ კი კვირაში ერთხელ თუ ჩამოირბენდა სახლში მანდარინებით და ლიმონებით დახუნძლული.
  როდის დავკარგეთ სოხუმი? ამ კითხვის პასუხად სულ მახსენდება დეიდაჩემის მოყოლილი ამბავი, ხშირად იხსენებს ქართულად ვერ დაილაპარაკებდიო, რუსების გარდა იქაურებიც არ საუბრობდნენ მშობლიურ ენაზეო, ქართულად რომ მიუმართავს მაღაზიის ნოქრისათვის თავიდან ყურადღება არც მიუქცევია, შემდეგ უპასუხია, ვის უნდა თქვენი ძაღლების ენაო. აი მაშინ დაგვიკარგავს აფხაზეთი. ძველი ქართული ფილმი  მახსენდება ,,მდგმურები". მასპინძელს, რომ აღარ დაედგომება საკუთარ სახლში.
   ამ ბოლო დროს კი დავაკვირდი, რომ უკვე კარგა ხანია აღარ ვლაპარაკობთ სოხუმზე აღარც გვენატრება, აღარც გვაგონდება.  ჩვენთვის ის, უკვე სადღაც, შორს დარჩა,  სადაც  ჩვენთვის უცხო ადამინები ცხოვრობენ, რომელიც ნახევრად დანგრეული და ნაომარი ქალაქის იერითაა ისევ. იქამდე კი გადასალახი ბარიერია- ხიდი რუსის ჯარისკაცებით. 
 მეგობარი მყავს აფხაზეთიდან და მინდა ვკითხო, რომ დააბრუნონ სოხუმში, თუ მიატოვებს თბილისში აწყობილ ცხოვრებას და თუ წავა? მართლა არ ვიცი რას მიპასუხებს.

  ყველა ჩვენგანის საოჯახო ალბომში ძველ გახუმებულ ფოტოებზეა სოხუმი ჩვენი გაღიმებული სახეებით,  ინტერნეტშიც ასეთები ვიპოვე , თანაც ყველას ხომ იმ ძველის ნოსტალგია გვჭირს.
















Комментарии

  1. მართალია, ძვირფასო, ზუსტად მაშინ დავკარგეთ, როცა იქ ბაბილონივით ცხრა ენაზე უნდა გესაუბრა, რომელთა შორისაც ქართული ყველაზე დაბლა მდგომი იყო.
    მთელი ბავშვობა სოხუმში მაქვს გატარებული. მოუთმენლად ველოდი ზაფხულს, რომ იქ წავსულიყავი.
    ეს ადგილი - თეატრთან! ყველაზე ლამაზი ადგილია! ხშირად ვმოგზაურობ წარმოსახვით. ყოველ საღამოს დავსეირნობდით მაგ ადგილებში... ფოტოგრაფები იყვნენ და რამდენი ფოტო გადაგვიღია მშობლებთან ერთად! ერთ ფოტოზე ჩემ დეიდაშვილს მოკლე შორტები აცვია და სათამაშო პისტოლეტი ქამრის ადგილას აქვს გარჭობილი! :)))
    კელასური... რამდენჯერ გამივლია ... :( ბიძაჩემის მანქანით. მანდ განსაკუთრებულ პურს აცხობდნენ ხოლმე და სპეციალურად მივდიოდით საყიდლად.
    იქედან დევნილი ხალხი სულ სხვანაირი ხალხია და ყველა განსაკუთრებულად მიყვარს. როგორ არიან სრულ ჭკუაზე, დღემდე მიკვირს. ისიც მიკვირს, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში სახლიდან გამოგაგდონ და იქამდე მისასვლელიც ჩაგიკეტონ. მოურჩენელი ტკივილია. ახლა იქ გადაღებული ფოტოების გაზიარება დაიწყეს და თავიანთ სახლებს რომ ცნობენ... ისე მიჭირს ამის ნახვა. ზოგს ბომბი აქვს დაცემული და ნახევარი სახლი აღარ არის, ან ხეებითაა გადავლილი. ჯობია გავჩერდე. ერთ მეგობარს მოყოლილი აქვს, როგორ გადმოდიოდნენ ჭუბერის გზით...

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...