К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2014

დაკარგვა

   ირგვლივ ჰაერი ისე სქელდება, ნისლად იქცევა.    ნისლში კი ყველა იკარგება და  იძირება.     ვეღარც გზას ვიკლევ.    ვერავინ მპასუხობს, რადგან თავად არ იციან,  როგორ იბადება გრძნობა და განცდა, რომელიც იკავებს  ფიქრს და აზრს, სულს და სხეულს.  წასასვლელს გიკეტავს, გასაქცევს არ გიტოვებს.   ამ კითხვაზე ვერავინ მიპასუხა.  არ ვიცი დაუნახავთ თუ არა თავისი თავი, იმ, მეორეს თვალებში.     ჯობია ამინდზე ვისაუბროთ, ყოველთვის მსუბუქი თემაა.   წელს ზამთარი თეთრ ფერს აგვიანებს და ქუჩები გვანან მიტოვებულ და გაძარცულ სამოსებს, მოვლენები კი განვითარებას არ ჩქარობენ და ფიფქებს ელიან.   სულ მგონია, რომ ზამთარი ადამინს ბავშვობაში აბრუნებს. ართმევს წლებს და უტოვებს სილაღეს, სრიალს- ყინულის მოედნებზე, გუნდაობას- ხის ტოტებთან, ერთმანეთის მიმართ, ბავშვურად, ხელების ჩაჭიდებას და შეშველებას თოვლიანი გზების ცუდ გადასასვლელებთან და თეთრად განათებულ საღამოებს.   საღამოები კი მოირთვნენ ნათურების საზეიმ...

საახალწლო

      საახალწლო სურვილები უნდა დაწეროო, მერე უნდა დაწვა ის ფურცელიო და შამპანიურში გაურიო, რომ დალიოო.   რავიცი, რატომ უნდა დალიო საახალწო სურვილები, უნდა დალიო კი არა და გამოულევლად ბევრი უნდა გაგაჩნდეს.    2014 წელი იყო მაგარი წელი იმიტომ, რომ  დაიბადა და მოვნათლე დავითი, დაიბადა ღიმილიანი სანდრო, ჩემი საუკეთესო მეგობრის შვილი,  ასევე მისი მოსვლით გაგვახარა მარიამმა, ანდრიამ, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ბუთქუნა და დიდია, ხოლო წლის მიწურულს თავისი მამაკაცური გამომეტყველებითა და ვარცხნილობით გაგვაოცა ვაჩემ.   2014 არ ყოფილა რაიმეთი გამორჩუელი წელი ჩემთვის, არც ზაფხულით, არც შემოდგომით. გაზაფხული კი იყო ჩვეული, ერთდროულად წვიმით და მზით, როგორც ამინდში, ასევე სულშიც და ძირითადი სურვილებიც არ შემცვლია, ჯერ ისევ ძველ ტალღაზე ვარ და ასე დარჩენილი ველოდები ახალს.   ისევ მაღიზიანებს, თამარ მეფის ქუჩის სარემონტო სამუშაოები, წინა წლებშიც მაღიზიანებდა ეს გაუკეთებელი გზა და ერთხელ თხრილში ფეხი გადამიბრუნდა, დავეცი, ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

ნოემბრის დასასრული და ლენონის მუსიკის თანხლებით გასული დღე

    ,,ჯონს უყვარს იოკო,  იოკოს უყვარს ჯონი."    ჯონ ლენონის და ამ იაპონელი იოკო ონოს სიყვარულის ამბავი იცის მთელმა მსოფლიომ,  ეს წარწერა კი საწოლის თავზე ჰქონდათ გაკრული.    რაღაც ხიბლში აღმოვჩნდი დღეს სიყვარულის, გრძნობის ხიბლში, რომელიც არ არის დამოკიდებული გონებაზე, სადაც ირიცხება აზროვნება და არსებობს მარტო გრძნობა, გულის კარნახი, მიზიდულობის ძალა, სურვილი და არავითარი სხვა, სხისი აზრი თუ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები. ამ გრძნობის მჯერა მაშინ, როცა არაფერს  არ ემორჩილება, იცის  რომ სურს ის და არავინ სხვა.     ხო კიდე, იოკო 7 წლით უფროსი ყოფილა ჯონ ლენონზე, ქართველი კაცის  გადასახედიდან ჯონს უარი რომ ეთქვა ასეთ დიდი ბედნიერებაზე, იმის გამო, რომ ის 7 წლით უფროსს ქალს ცოლად ვერ მოიყვანდა :D    თუმცა, ამ ზაფხულზე მოკლული 23 ქალის ამბავი, ხომ  საშინელებაა, სერიულ მკვლელობას გავდა ეს ყველაფერი, ერთმანეთის მიყოლებით და მთელი საქართველოს მაშტაბით, ლიხს აქეთ და ლიხს იქით, ქალაქში თუ ს...

შემოდგომიდან -შემოდგომამდე

   პიტნიან ჩაის გეახლებით, ყვითელ ჭიქაში. შემოდგომიდან -შემოდგომამდე შემომაცვდა ნერვი, ყოველი. ასე ვებრძვი: ყელში გაჩხერილ ბურთს, კარს მომდგარ ზამთარს, თვალებში ჩამდგარ სევდას, უკვე შეჩვეულ, მოწყენილ საღამოს!  ფოტოს ავტორი გელა ღაჭავა   ოცნებებს მგონი არც ამხელენ, მე კი ვამხელდი, ახლა ძალიან ბავშვური და შორი მგონია.  ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

ნოემბრის ცივი დასაწყისი და კვირა დღის ფიქრები

       დღეს კვირაა, დილიდან წვიმს. წირვა ალბათ 9 საათზე დაიწყებოდა, მე ვერ წავედი, საერთოდ არ მიყვარს წირვის გაცდენა. დღეს ასე მომიწია, გუშინ კოსმეტოლოგთან ვიყავი და სახე საკმაოდ ნაჩიჩქნი მაქვს, ძალიან მეტყობა, ბევრი პატარა წითელი წერტილი დამაჩნდა, რის გამოც სახლიდან გასვლაზე თავი შევიკავე. მთელი სახის გაწმენდაში 30 ლარი გამომართვა, ჯერ მაზი წამისვა, მერე ცელოფანი დამაფარა, რასაც რაღაც თეთრი ნიღაბი დაადო, რომელიც ხან გაცხელდებოდა ხანაც გაცივდებოდა, მე კი მხოლოდ თვალები  და ტუჩები მიჩანდა ამის შემდეგ კი ვიწყებთო თქვა და მთელი სახე პატარა კოვზით თუ ხელით გამისუფთავა, რა თქმა უნდა ხელთათმანები ეცვა, საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, რომ მოვრჩით შემდეგ ისევ მაზები წამისვა, ბოლოს ფორები დახურა, თეთრი თაბაშირივით სქელი ნიღაბით სიწითლეები დააცხრო, შემდეგ  ტონალურ კრემში არეული მაზით დამიფარა სახე და გამომიშვა.      მის მერე, სახლში, ვზივარ და ვკითხულობ.       გუშინაც წვიმდა ამინდი მვეთრად გაუარესდა და ოთხშაბათამდე ას...

წვიმს

   თითქოს აქ არც ვარ,  გარეთ კი ისე წვიიმს, გაურკვევლად  მესმის სიმღერიდან სიტყვები, ,, ჩემს გულში ... , გეტყვი როგორ მიყვარხარ ... ,   შენ ჩემი ოცნების ფარული გოგო ხარ ..." მგონი ნიაზ დიასამიძეა, ალბათ რადიოშია,  მე კი უფრო მაფიქრებს და სადღაც სხვაგან მიმაქროლებს. ვეყრდნობი მანქანის საზურგეს კმაყოფილი სახით და მიხარია, კიდე რომ ვგრძნობ მას,  ჩემთან ახლოს. მარის მოტკბო სურნელი ადის, მისი სუნამო უფრო მაფხიზლებს, ესენი არჩევენ ღვინოს, ვიწრო გზას,  თითქმის საათ ნახევარია მოვდივართ, არც ერთი სოფლის დასაწყისში ტრაფარეტი არ არის მოთავსებული. ვერ გაიგებ რომელი დამთავრდა, რომელი დაიწყო.    კოკისპირული წვიმაა, საქარე მინაზე გამწმენდი ხან აჩქარდება, ხანაც უფრო ნელდება. მთიდან დავეშვით, საკმაოდ მაღალზე ვიყავით, სულ მთები იყო ირგვლივ და კარგი იმერული მასპინძლობა, სოფელი თავისი სოფლის სუნით, სუფრა მეორე სართულზე, ,,ზალაში" იყო გაშლილი და მარჯვენა კუთხეს მსუქანი ,,დამკვრელი" იკავებდა, რომელიც ჭამას რომ მორჩებოდა, თითს დააჭერდა თავის სინთეზატორს ...

ჩქარი დრო

       მივეჩვიე ჩქარ სიარულს.  ვერც ვხვდები ისე ,,დავრბივარ", თუმცა დღეს ახალმა ფეხსაცმელმა მაიძულა უფრო ნელა მევლო და საღამოს, როცა გზას სახლისკენ გამოვუყევი, მარტო და ფიქრებში ჩაფლულმა ასე ,, იძულებით" ვისეირნე .   ვისიამოვნე, შემოდგომის ძალიან მშვიდი და თბილი  საღამო იყო.      დრო ისეა აჩქარებული,  ამის გამო, თითქოს გულიანად ვერაფერს ვაკეთებ არა და არ მჯერა, ნაჩქარევად რაიმე ხარისხიანი გამოვიდეს. თან კიდე, სულ რომ სადღაც ჩქარობს ყველა, ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის და მეშინია ერთ დღეს, სანანებლად არ გვექცეს ერთმანეთის გაუცხოვება, მხოლოდ ინტერნეტის იმედად დარჩენა და ამით საკუთარი თავის მოტყუება. ყველაზე მეტი ხომ ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც გვაბედნიერებს, გვახალისებს თუ გვასევდიანებს, ყველაზე საჭირო, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამ ურთიერთბებს რაც  აცოცხლებს არის საუბარი და ერთმანეთის მოსმენა, ამისთვის კი დრო ყოველთვის უნდა იპოვო ადამიანმა.    თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე სევდიან მუსიკა...

ბლინები

   ბლინები, ეს ის საყვარელი სასუსნავია, რომელსაც ჯერ კიდევ, ღრმა ბავშვობიდან ვაკეთებ, თუმცა კარგი  იშვიათად გამომდიოდა. ახლა უკვე გამომდის.    მათი მომზადებისას  გასათვალისწინებელია დრო. არ ღირს მაშინ დაიწყო ,,ბლინობის მოწყობა" როცა მცირე დრო გაქვს,  მასალად საჭიროა : კვერცხი 2 ცალი , ცოტა მარილი და შაქარი, ზეთი ნახევარი ჭიქა, ვანილის ერთი შეკვრა რძე (წყალი) დაახლოებით ერთ ლიტრი, სოდა ნახევარი ჩაის კოვზი, ფქვილი დაახლოებით 500 გრამი მომზადების წესი     ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ მარილი და შაქარი, ჩავასხათ რძე, თუ კი რძე არ  აღმოგვაჩნდება შეიძლება მისი წყლით ჩანაცვლება,  დავუმატოთ სოდა,  ნელ- ნელა დავუმატოთ ფქვილი და თან ვთქვიფოთ, რომ მოასწროს გახსნა, უნდა იყოს საშუალო ზომის მასა არც თხელი, თორე დაიკრავს და სქელიც სასურველი არ არის,  დავუმატოთ ვანილი და ნაწილი ზეთი, ხოლო ჭიქაში ჩავტოვოთ მეორე ნაწილი, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ ტაფაზე მოსასხმელად.    გავაცხელოთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, ტა...

დუნე დღე

     ნაშუადღევია უკვე.  16:27 საათია   ძირითად საქმეს,  რომ მოილევ და ჩამოწოლილ მოწყენილობას გრძნობ. ვეღარ ვაგრძელებ საქმეებს, რომლებიც ჩემს მაგიდაზე ფურცლების გროვად  იქცა.  ჩემი რვეულის წინა გვერდი, ბარსელონა  დახეულია, როცა ვშლი მაშინ უფრო არ მომწონს, ისე ფოტოც შენარჩუნებულია, დროშაც და წარწერაც. მას ხშირად ვიყენებ, შედარებით იშვიათად მეორეს, ამიტომ უფრო უკეთ გამოიყურება ლონდონის წითელ სატელეფონო ჯიხური და ომნიბუსი. იქნებ როდესმე წავიდე ან ლონდონში ან ბარსელონაში, როცა ვყიდულობდი ამ რვეულებს, ჯერი მათზე, წინა გვერდების გამო შევაჩერე.  უფრო ლონდონში მინდა.   ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მჭირდება სტიმული,   სტიმული თუ ხალისი? არ ვიცი რომელი სიტყვა უფრო შემეფერება ახლა.  უფრო ენერგია მინდა რაც დამაბრუნებს აქ,  ამ სამყაროში, ამ ოფისში.    ზოგჯერ მომწონს ,,საგანგებო" სიტუაცია რომ იქმნება, ბევრი ქაქანი. ჩნდება პრობლემა, რომლის გამოსავალი შენ იცი, რაღაც გამოცოცხლებას გავს ახლა ეს ყველაფერი.    ჩ...

9 ოქტომბერი

     სამსახური მაქვს ისეთი, სადაც ბევრი სახელის და გვარის დამახსოვრება მიწევს და  მგონია, რომ ამან შეიწირა ჩემი მახსოვრობის უნარი. ზოგიც ისეთი უცნაური სახელი ან გვარია ან კიდე კომბინაციაშია უცნაური, სახალისო, ხანაც გამაოცებელი.        დღეს უაზროდ,  ხმამაღლა ვიმეორებდი სიტყვებს:  ხვალ 9 ოქტომბერია, ხვალ 9 ოქტომბერია -თქო, მერე დავფიქრდი,  ხომ არაფერი ხდება?   არც არაფერი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე, რომ ვთქვი 9 ოქტომბერია- თქო, ყურადღება არავის მოუქცევია და მევე შემრცხვა. ან კი  რა შუაში იყო?! ისე კარგი ციფრია ცხრა. თუ გადმოაბრუნებ 6 გამოვა, ექვსი კი არც ისე  კარგი ციფრია მგონი.  ეს კი  ცხოვრებას გავს, სადაც ყველაფერი კარგადაა და მეორე მხრიდან თუ დააკვირდე არც არაფერი არაა კარგად ანუ ყველაფერი ცუდადაა.  ,,ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. "  გალაკტიონი.           დღეს სამსახურში ფურცლებს ისე ვალაგებდი, როგორც მაღალი მარჩიელი აწყობს კარტებს....

მეგონა

     მაინც მეგონა, რომ იყო აქ, სადღაც, შენი ადგილი, ჩემს შორი-ახლოს. მართლა მეგონა, მერე კი მივხვდი,  აღარ აღმოჩნდა.  თავიდან უფრო უგუნებობა დამჩედა ამის გამო. თა ვი დან უფრო...    ზოდიაქოს, გადმოქექილი, ფურცლებიდანაც  გამცნობდნენ ხასიათებს, თუმცა რად გინდოდა?!    არ ი ც ი. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე    დავიწყება არც ისე რთულია. დავიწყება არცაა საჭირო, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო, უბრალოდ.  ზოგჯერ ეს არ გინდა, არეულობას შეეჩვიე და გირჩევნია. დამშვიდების კი გეშინია.   ხანაც სასაცილოა, როცა ვიღაცას ამგვანებ და ამ დროს,  არცაა და კიცაა ...

შემოთენება

    ჩემი ცხოვრება, როგორც ქვიშა თითებს შორის, ისე მებნევა, ცარილე ხელებს დავყურებ და ვეღარ ვუძლებ შემოთენებას.   შენზე მინდოდა მომეყოლა, გული მეჯერა,  გადავიფიქრე...   წარმოვიდგინე რა სასაცილო ვიქნებოდი, როცა ვიტყოდი აბსურდულ სიტყვებს შენზე. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

ნუ შეურაცყობ

       ,,რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საშიშროება ქობულეთში."    ორი დღეა, ასე, აცხადებენ ტელევიზიები და გადმოსცემენ, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებულ მუსლიმთა პანსიონის წინ ადგილობრივებმა  ღორი დაკლეს, რომლის  თავი შენობის კარზე დაკიდეს და ამ საქციელით პანსიონში სწავლების დაწყება გააპროტესტეს.       რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით აჭარელი, მუსლიმანი ბიჭი გავიცანი.  ბევრი მეც არ ვიცი მის შესახებ, მხოლოდ ის, რაც შეიძლებოდა ინტერნეტ ნაცნობობას მოყოლოდა, ეკონომიური განათლება თურქეთში ქონდა მიღებული, თურქულად თავისფლად საუბროდა, ასევე იცოდა ცოტა ინგლისური, რადგან სტამბოლის უნივერსიტეტში ლექციები ინგლისურადაც უტარდებოდა, იმ ჟამად ბათუმში  ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობას ხელმძღვანელობდა. რაღაც პერიოდი ხშირად ვსაუბრობდით, მათ შორის, რელიგიურ თემაზეც, იხსენებდა, რომ ერთხელ, როდესაც გასტროლზე მყოფ ფოლკლორულ ანსამბლს ახლდა თურქეთში თარჯიმნად, ერთ-ერთმა გუნდის წევრმა მისი ქართველობა შეარცხვინა და მიყვებოდა, ამ...

ლამაზი ქალი

     მოდა ბრუნავს  თუ მოდა იცვლება?  ეს  არ ვიცი, მაგრამ მიყვარს მოდას აყოლილი ქალი. გემოვნებიანი, დახვეწილი თავისი ჩაცმით, ქცევით, მანერით...      მაინც, ალბათ,  სხვა თემაა ლამაზი ქალი. ზოგი, ერთდროულად,  ლამაზიცაა და ისეთი ჭკვიანიც, რომ თავის ცხოვრებას, სწორედ, თავისი სილამაზით იწყობს.    მოხდენილად ჩაცმა რთული საქმეა, მოდაში რაცაა შეიძლება სულ ვერ მოიხდინო. მაგრამ მოვლილი  ყოფნა შესამჩნევია ყოველთვის.       ყველა ლაპარაკობს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის სადედოფლო კაბაზე, ზოგს მოწონს ზოგს არა. მე არ მომწონს.  .       თუმცა,  რა მნიშვნელობა აქვს კაბას იქ, სადაც დიდი ბედნიერებაა. და ალბთ , სილამაზის მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია, ტუჩებზე ღიმილი და თვალებში პატარა ვარსკვლავები. თუმცა,  ლამაზ ქალსაც აუშნოვებს უგემოვნობა და კიდევ, მხოლოდ მამაკაცების საყვარელი თემა სულაც არ არის ეს. ჩემი ლამაზი ქალები :  ოდრი ტატუ ...

მკითხველი

       დღეს, სამარშუტო ტაქსიდან დავინახე,  ვიღაც მიდიოდა, ხელში გადაშლილი წიგნით  და კითხულობდა. მე, ჩემდა უნებურად, ნათია გამახსენდა, ვიფიქრე ეს მისი  კადრია- თქო.  კარგა ხანია მსგავს ფოტოებს აგროვებს და სერიას ქმნის,  სადაც  ქუჩაში, გზაში, სკვერში, ბაღში, შეიძლება ითქვას,  ყველგან, ყველა ადგილას წამკითხველი ხალხის  სურათებს იღებს.     ნათია რამდენჯერ ვახსენე და მასზე რამდენი ვწერე  ბლოგზე!  მიზეზი ?   ერთი ის, რომ ჩემი მეგობარია და  ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ხშირად ვიყენებ მის   ფოტოებ ს  http://n-a.artphoto.pro/     ნაწერებში. ჩემი ეს, ბლოგ- ხეტიალიც ,  მისი დამსახურებაა, რომელთა პირველი წამკითხველ- შემფასებელიც ისაა.      მისი ფოტო- საიტები სხვადასხვა სერიებიდან შედგება. ყველა საოცრად საინტერესოა, ბევრის მთქმელია. მოცემულ მომენტს ძალიან ნათლად ხატავს და მისი ფოტოებიც მე ხატვა უფრო მგონია, მისი თვალით აღქმა და ზუსტი გადმოცემა, გარემოსი, სინამდვი...